2,16 სმ სიმაღლის 28 წლის ცენტრი ესპანეთიდან სამშობლოში დაბრუნდება, სადაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევრობასკეტის სამზადისში ჩაერთვება.
შეგახსენებთ, რომ შერმადინი ბოლო ორ სეზონში "ანდორას" ღირსებას იცავდა. რაც შეეხება მის ახალ კლუბს, "უნიკახამ" ესპანეთის ჩემპიონატის რეგულარული სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა, პლეი ოფში კი 1/2-ფინალში "რეალთან" წააგო. შერმადინის გუნდი წელს ევროლიგაში ითამაშებს.