მამუკელაშვილი მოსწონთ და დრაფტზე არჩევას ადრევე უწინასწარმეტყველებენ

AutoSharing Option
NBA-ს დრაფტის წინ 22 წლის ქართველი კალათბურთელის, სანდრო მამუკელაშვილის შანსებს პრესაც იმედიანად აფასებს. 

app წერს: 

"სეტონ ჰოლის" ფორვარდის ანგარიშზე  2020-21 წლების სეზონში საშუალოდ 17.5 ქულა, 7.6 მოხსნა და 3.2 შედეგიანი გადაცემა იყო, თამაშიდან  43%-იანი სიზუსტით ისროდა, სამქულიანებს კი - 33%-ით."

მისი მოწონების მიზეზები: ”მისი სიმაღლიდან გამომდინარე, ბურთს პლეიმეიკერივით ათამაშებს. ნამდვილად შეუძლია კარგი პასის გაკეთება. გასულ სეზონში გაზრდილ დატვირთვებს მშვენივრად გაუმკლავდა. ის ნამდვილად შემოქმედებითია. სანდრომ  ოთხი წლის განმავლობაში ფიზიკური მონაცემები მკვეთრად გააუმჯობესა. ”

რაც უნდა გამოასწოროს: ”ორი დიდი კითხვის ნიშანი -  შეუძლია თუ არა დაცვაში თამაში NBA
დონეზე, რადგან ის საკმაოდ ნელა მოძრაობს და პიკენ-როლებთან გამკლავება უჭირს და მეორე -  რამდენად კარგია ის, როგორც 3-ქულიანების მსროლელი?!"

მოლოდინი: ”სავარაუდოდ, მას მეორე რაუნდის შუაში აირჩევენ, მაგრამ გამორიცხული არც  პირველივე რაუნდშია."


alt"დრაფტზე მამუკელაშვილის არჩევა გასაკვირი არ იქნება" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული