გიორგი შერმადინმა საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალი კრეტაზე გაინაღდა

AutoSharing Option
საბერძნეთში, როცა საქმე "პანათინაიკოსსა" და "ოლიმპიაკოსს" ეხება, ყველაფერი ლოგიკურად ხდება. იოლი გამოსაცნობი იყო, რომ ეს გუნდები ნახევარფინალებში 3:0-ს მოიგებდნენ და ფინალის საგზურს მშვიდად მოიპოვებდნენ.

ჩვენ "ოლიმპიაკოსი" გვაინტერესებს, რომლის ღირსებასაც ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი იცავს. პირეოსელები "აგორთან" შინ 2:0 დაწინაურდნენ და კრეტაზე კარგი განწყობით გაემგზავრნენ.

ნახევარფინალური სერია სამ მოგებამდეა და სტუმრად ერთი გამარჯვებაც შერმადინის თანაგუნდელებს ფინალის საგზურს მოუტანდა. ასეც მოხდა. 3 ივნისს "ოლიმპიაკოსი" პირველივე მეოთხედში 24:12 დაწინაურდა და ისე მიაღწია ფინალურ სირენამდე, მეტოქისთვის დაწევის შანსი არ მიუცია. საბოლოოდ 80:67, "ოლიმპიაკოსის" სასარგებლოდ.

გამარჯვებულთაგან ბომბარდირობა ვასილის სპანულისმა და კოსტას პაპანიკოლაუმ გაიყვეს - 15-15 ქულა ჩააგდეს. გიორგი შერმადინმა 8 წუთი ითამაშა და 2 ქულას თითო მოხსნა-პასი-ჩაჭრა მიამატა. მან 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ შერმადინისთვის ეს საბერძნეთის ჩემპიონატის მესამე ფინალი იქნება. წინა ორ შემთხვევაში მან "პანათინაიკოსის" მაისურით "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ ითამაშა (2009 და 2010 წლებში).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსი" სერიაში 2:0 დაწინაურდა
გიორგი შერმადინი ტრავმის შემდეგ მოედანს ორიანებით დაუბრუნდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული