ჩვენ "ოლიმპიაკოსი" გვაინტერესებს, რომლის ღირსებასაც ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი იცავს. პირეოსელები "აგორთან" შინ 2:0 დაწინაურდნენ და კრეტაზე კარგი განწყობით გაემგზავრნენ.
ნახევარფინალური სერია სამ მოგებამდეა და სტუმრად ერთი გამარჯვებაც შერმადინის თანაგუნდელებს ფინალის საგზურს მოუტანდა. ასეც მოხდა. 3 ივნისს "ოლიმპიაკოსი" პირველივე მეოთხედში 24:12 დაწინაურდა და ისე მიაღწია ფინალურ სირენამდე, მეტოქისთვის დაწევის შანსი არ მიუცია. საბოლოოდ 80:67, "ოლიმპიაკოსის" სასარგებლოდ.
შეგახსენებთ, რომ შერმადინისთვის ეს საბერძნეთის ჩემპიონატის მესამე ფინალი იქნება. წინა ორ შემთხვევაში მან "პანათინაიკოსის" მაისურით "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ ითამაშა (2009 და 2010 წლებში).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსი" სერიაში 2:0 დაწინაურდა
გიორგი შერმადინი ტრავმის შემდეგ მოედანს ორიანებით დაუბრუნდა