მანუჩარ მარკოიშვილმა თურქეთის ჩემპიონატის მეორე ფინალში 26 წუთში 17 ქულა ჩააგდო და "გალათასარაის" "ბანვითთან" 80:66 მოაგებინა (სერიაში ანგარიშია 2:0). გალას ქართველმა ბომბარდირმა 5-დან 4 სამქულიანი გამოიყენა.
ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკიმ" სტუმრად "ვარეზეს" 82:69 აჯობა და ნახევარფინალური სერია 4:3 მოიგო.
ფინალში კი "რომას" დაეჭიდება. ვიქტორმა 3 წუთი ითამაშა და ბურთი ერთხელ მოხსნა.
გიორგი შერმადინმა საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალური სერია 3 მოხსნითა და 1 დაფარებით გახსნა (8 წუთში). მისმა "ოლიმპიაკოსმა" შინ "პანათინაიკოსთან" 51:64
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"