ფინალისტების ამბები: მარკოიშვილმა "ბანვითი" დაბომბა, შერმადინმა ფინალი გახსნა, სანიკიძეც ფინალშია

AutoSharing Option
7 ივნისს ევროპაში საქართველოს ნაკრების სამმა წევრმა წამყვან საკალათბურთო ჩემპიონატებში ითამაშა.

მანუჩარ მარკოიშვილმა თურქეთის ჩემპიონატის მეორე ფინალში 26 წუთში 17 ქულა ჩააგდო და "გალათასარაის" "ბანვითთან" 80:66 მოაგებინა (სერიაში ანგარიშია 2:0). გალას ქართველმა ბომბარდირმა 5-დან 4 სამქულიანი გამოიყენა.

ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკიმ" სტუმრად "ვარეზეს" 82:69 აჯობა და ნახევარფინალური სერია 4:3 მოიგო.

ფინალში კი "რომას" დაეჭიდება. ვიქტორმა 3 წუთი ითამაშა და ბურთი ერთხელ მოხსნა.

გიორგი შერმადინმა საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალური სერია 3 მოხსნითა და 1 დაფარებით გახსნა (8 წუთში). მისმა "ოლიმპიაკოსმა" შინ "პანათინაიკოსთან" 51:64
დათმო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული