გიორგი შერმადინის გუნდის ფანებმა "პანათინაიკოსი" დაბომბეს და თამაში ჩაშალეს [VIDEO]

AutoSharing Option
საბერძნეთის ჩემპიონატის მესამე ფინალში საფინალო სირენამდე 1:27 წუთი რჩებოდა, როცა "ოლიმპიაკოსის" ქომაგებმა წაგების გემო იგრძნეს და მოედნის მიმართულებით ათასგვარი საგანი ისროლეს, მათ შორის, პეტარდები.

"პანათინაიკოსის" მოედნიდან მოთამაშეები რის ვაი-ვაგლახით გავიდნენ.

მოკლედ, მატჩი ჩაიშალა მაშინ, როცა "ოლიმპიაკოსი" 72:76-ს აგებდა.

მსაჯებმა დარბაზიდან ყველა მაყურებლის გაყვანა და მატჩის გაგრძელება განიზრახეს. 2 საათში დარბაზი დაიცალა, თუმცა მსაჯებმა სხვაგვარი ვერდიქტი მიიღეს: მატჩი აღარ გააგრძელეს და ანგარიში ძალაში დატოვეს. შესაბამისად, "პანათინაიკოსი" ჩემპიონი გახდა, თუმცა ცარიელი ტრიბუნების წინ და საზეიმო განწყობას მოკლებულ ვითარებაში.

ეს ათენელთა 33-ე ჩემპიონობაა,
რომელიც მე-16-ეა ბოლო 18 წელიწადში.

გიორგი შერმადინი განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოჩენილა. ოლიმპიაკოსელთაგან საუკეთესო კაილი ჰაინსი გახლდათ, რომელმაც 10 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა. ჩემპიონებში საუკეთესო დიმიტრის დიამანტიდისი გახდა 18 ქულით.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსი" ფინალურ სერიაში 0:2 ჩამორჩა
გიორგი შერმადინის წარმატებამ უცხოური პრესა საქართველოთი დააინტერესა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული