შერმადინის და სანიკიძის "სარაგოსა" მაისურზე "საქართველოს" დაიწერს

AutoSharing Option
საკმაოდ სენსაციურ სიახლეს აქვეყნებს ესპანური "ერალდო", რომლის თანახმადაც, საკალათბურთო კლუბი "სარაგოსა" მაისურზე სპონსორის ადგილას დაიწერს "საქართველოს" (Georgia). დაახლოებით ისე, როგორც მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთში "აზერბაიჯანი" აწერია.

გამოცემის ინფორმაციით, სპონსორული შეთანხმება ჯერ სამუშაო პროცესშია. ახლა კლუბს წინა მხარეს Zaragoza Deporte აწერია, უკან კი A, რაც არაგონის აღმნიშვნელია.

გამოცემა ირწმუნება, რომ ამ საკითხზე საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან მიდის მოლაპარაკება.

არაგონულმა კლუბმა ახლახან ორ ქართველ კალათბურთელთან, გიორგი შერმადინთან და ვიქტორ სანიკიძესთან გააფორმა ხელშეკრულება. ისინი უმალ გახდნენ გუნდის ლიდერები და თანამედროვე "სარაგოსას" სახეები. ამიტომაც კლუბში გადაწყდა, სპონსორიც
მათი სამშობლოდან მოიძიონ.

ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება - ევროთასების დროს "სარაგოსამ" მაისურზე "საქართველო" დაიწეროს, რაც ამ ქვეყანაში ტურიზმის რეკლამირებას შეუწყობს ხელს.

ეს კარგი იქნება თავად "სარაგოსასთვისაც", რომელსაც ეკონომიკური სარგებელი ექნება გუნდში ორი ვარსკვლავის მიწვევისგან.

ასევე იხილეთ:
ვიქტორ სანიკიძე: პერსონალურად ჩემთვის საშინელი საღამო იყო
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამდენი ფული თუ გვაქვს, ჩვენს სპორტს მივხედოთ და დავაფინანსოთ გუნდები რო დავზე გვეშლება
დათო
16:12 22-10-2013
0
ძალიან მაგარიაა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული