ქართველმა ფორვარდმა რუსულ გრანდში პირველი თამაში ვითიბი ლიგაში, კრასნოდარის "ლოკომოტივ-ყუბანთან" გამართა.
ნიჟნინოვგოროდელებმა ამჯერადაც იმარჯვეს და ვითიბი ლიგაში ლიდერობა გაიმყარეს. "ნიჟნი ნოვგოროდმა" არანაკლებ ძლიერი მეტოქე 71:60 დაამარცხა. ფაცაციას ახალ გუნდს ახლა უკვე 7-დან 7 გამარჯვება აქვს. ქართველმა ფორვარდმა სადებიუტო მატჩში 7:36 წუთი ითამაშა. იგი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და თითო ორქულიანი და სამიანი ააცილა.
ფაცაციას ანგარიშზე საბოლოოდ 1 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. ქართველმა ლეგიონერმა 2 პერსონალური მიიღო, მასზე კი მეტოქეები
ნოვგოროდელთა შორის საუკეთესო შედეგი ტრეი ტომპკინსმა დააფიქსირა, რომელმაც 12 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. 16 ქულა ჰქონდა ტერენს კინსს, ხოლო დიმიტრი ხვოსტოვმა და ტეილორ როჩესტიმ 11-11 ქულა მიითვალეს.
მომდევნო მატჩს "ნიჟნი ნოვგოროდი" 21 ნოემბერს იტალიაში, "დინამო სასარისთან" გამართავს.
წყარო: gbf.ge