ორივე გუნდს ჰქონდა დანაკლისი. "მილუოკის" ვერ ეხმარებოდნენ ერსან ილიასოვა და ჯაბარი პარკერი. ამ უკანასკნელმა წინა მატჩში მუხლი დაიზიანა და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.
ხოლო "პორტლენდის" სათადარიგოთა სკამის უკან იდგა თაბაშირით "ხელდამშვენებული" რუბენ ლოპესი. მილუოკელებს თითქოს ორი წამყვანი კალათბურთელის ტრავმა არ ეყოფოდათ, პირველ ტაიმში კოჭი გადაუბრუნდა ბერძენ იანის ანტეტეკუნმპოს და მეორე ნახევარში მოედანზე არ გამოჩენილა.
შეხვედრა თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. რიგ ეპიზოდებში მასპინძლებს რიტმს ზაზა ფაჩულიას მილუოკელი თანაგუნდელები
წინასწარ ცხადი იყო, ყველაფერი ბოლო წუთებზე უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა იმაზე ოდნავ ადრე გადაწყდა, ვიდრე ვვარაუდობდით: საფინალო სირენამდე 8 წუთით ადრე "ბაქსი" 79:77-ს იგებდა.
ამის შემდეგ პორტლენდელებს თითქოს სნაიპერის შაშხანები ჩამოურიგესო - ბურთს აღარ აცილებდნენ. განსაკუთრებით, ლამარკუს ოლდრიჯი ყოჩაღობდა, რომელმაც 13:1 გაქცევისას 6 ქულა ჩააგდო და მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე მასპინძლები 90:80 დააწინაურა.
დარჩენილ დროში "ბაქსის" მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა ავანტიურა წამოიწყო: შეგირდებს თომას რობინსონზე ჯარიმების აღება დაავალა. შედეგი საოცარი იყო: ზუსტად 50-წამიან მონაკვეთში რობინსონმა 10 საჯარიმო სტყორცნა და ოდენ 4 ჩააგდო (სულ 15-დან 5 საჯარიმო).
29 ქულით მატჩის ბომბარდირი პორტლენდელი დამიენ ლილარდი გახდა.
ზაზა ფაჩულიას მონაგარსაც გადავხედოთ: 26 წუთი, 5 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი.
13/13 - ასეთია "მილუოკის" მოგება-წაგებათა შეფარდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"