"ლეიკერსთან" შეხვედრა საინტერესო სანახავი გამოდგა. ხან ერთი გუნდი გაიჭრებოდა წინ 10 ქულით, ხან - მეორე. ასეთ "დაჭერობანაში" უპირატესობა თითქოს "მილუოკის" მხარეს გადავიდა - მესამე პერიოდის ბოლოს 76:65 დაწინაურდა, თუმცა სწორედ ამის შემდეგ ამოქმედდა ლეიკერსელი ელინგტონი, სამქულიანს ორიანი მიაყოლა და მასპინძლები მალევე დააწინაურა. "მილუოკიმ" ვერც გადამწყვეტ წუთებზე მოახერხა "ლეიკერსის" შეჩერება და 93:101 დამარცხდა.
ზაზა ფაჩულიამ 25 წუთში 8 ქულა, 7
* * *
მომდევნო დღეს "იუტასთან" მატჩში სცენარი თითქმის ანალოგიური იყო. არც ფინალი გამოდგა განსხვავებული - ბოლო წუთებზე უფრო დამაჯერებლად "იუტას" კალათბურთელებმა ითამაშეს და 82:75 გაიმარჯვეს.თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი პასი ფაჩულიამ შეასრულა - 5. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 2 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაფიქსირდა. "მილუოკიში" საუკეთესო მატჩი ჩაატარა მაიკლ კარტერ-უილიამსმა, რომელმაც 16 ქულა მიითვალა.
* * *
"ბაქსს" 27 წაგების წილ 32 მოგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. მილუოკელები მომდევნო მატჩს 3 მარტს დენვერში ჩაატარებენ.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"