22 ქულა! - მანუჩარ მარკოიშვილის სუპერმატჩი და გამარჯვება ევროლიგაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მიმდინარე ევროლიგაზე ეფექტური მატჩი ჩაატარა მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელმაც ისრაელში, თელ-ავივის "მაქაბისთან" 22 ქულა ჩააგდო.

მანუს "დარუშაფაკამ" მასპინძლებს 11 ქულის სხვაობით, 84:73 აჯობა.

მარკოიშვილის სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 31 წუთი, 22 ქულა (5/4 ორქულიანი, 7/3 სამიანი, 8/5 საჯარიმო), 3 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 2 პასი. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, ქართველი უკანახაზელი შეხვედრაში საუკეთესო იყო - 24.

"დარუშაფაკას" ვიცე-სნაიპერი სემიჰ ერდენი გახდა - 16 ქულა.

სტამბოლელებს ევროლიგაზე 2 მოგება და 3 მარცხი აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
კოლია უუუსტაბილურესი მოთამაშე იყო. საოცრება იყო ის 59 ქულა ცსკა–თან. სამწუხაროდ მას ის დაფასება არ აქვს, რასაც იმსახურებს
ვანო
14 ნოემბერი 2015 11:34
0
ვაჟა, ბაბაია, ..... კოლია კი მარკოზე არა მინიმუმ 15, არამედ მხოლოდ 8 სმ-ით იყო მაღალი.
მარკოიშვილი მაგარია, მაგრამ კოლიასთან ვერ მოვა, "ზნატოკო"! )))
Kote
13 ნოემბერი 2015 18:04
0
Kote
თუმცა სიმაღლეში განსხვავებაზე მიგითითეს, მაგრამ იმაზე რას იტყვიან, რომ იმ თამაშში დერიგინმა 17-დან 17 საჯარიმო ჩააგდო!
zurab
13 ნოემბერი 2015 18:00
0
ყოჩაღ მანუჩარს. მიხარია ჩვენი თანამემამულეების წარმატებები გულწრფელად!!
ზსს
13 ნოემბერი 2015 16:00
0
კოტე-ბაბაია, კოტე-ბატონო: გაგებაში არ ყოფილხარ კალათბურთზე!!! დერიუგინი მინიმუმ 15 სანტიმეტრით მაღალია მარკოიშვილზე!!! ისე "ცსკასთან" ყველაზე სატაბილური მაღალაშვილი იყო, რ5ომელსაც სულ ფეხებზე ეკიდა "ცსკა" და მისი გომელსკიც.
vaja
13 ნოემბერი 2015 13:58
0
ღირსეული კაცი, წესიერი, თავმდაბალი. გთხოვთ, ხშირად მოგვითხროთ მის შესახებ.
zurab
13 ნოემბერი 2015 12:56
0
22 ქულა? )))) დერიუგინი ამდენს რომ აგდებდა, ის თამაში წარუმატებლად ითვლებოდა. ერთხელ "ცსკა"-სთან, სადაც ტკაჩენკო-ბელოსტენნის დუეტი იყო, კოლიამ 59 ქულა დააგროვა. ეს "ცსკა" კი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იყო. ეს ისე, ცნობისთვის.
Kote
13 ნოემბერი 2015 12:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული