09:28 23-12-2015
გიორგი შერმადინის 19 ქულა და გამარჯვება "ხუვენტუდთან" [VIDEO]
AutoSharing Option
უკვე მერამდენედ - შერმადინი "ანდორას" საუკეთესო მოთამაშე გახდა. ანდორელებმა სტუმრად "ხუვენტუდი" 90:79 დაამარცხეს, ქართველ ცენტრს კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.
გიორგიმ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 24:25 წუთში 10-დან 8 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მოპოვებულ 19 ქულას შერმადინმა 9 მოხსნა და 1 დაფარება მოაყოლა და მარგი ქმედების ყველაზე მაღალი (23) კოეფიციენტით საუკეთესო გახდა.
6 მოგებითა და 6 წაგებით "ანდორა მორაბანკი" მე-7 ადგილზე აღზევდა. მორიგ ტურში, 27 დეკემბერს, შერმადინის გუნდი "გრან კანარიას" უმასპინძლებს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული