გიორგი შერმადინის 19 ქულა და გამარჯვება "ხუვენტუდთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს. ქართველი ცენტრი ესპანეთის უმაღლესი ლიგის კლუბ "ანდორა მორაბანკის" ღირსებას იცავს, რომელიც ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ჩემპიონატში თავს არ ირცხვენს, 12 ტურის შემდეგ 6 გამარჯვება აქვს და ამ წარმატებაში ლომის წილი შერმადინს მიუძღვის.

უკვე მერამდენედ - შერმადინი "ანდორას" საუკეთესო მოთამაშე გახდა. ანდორელებმა სტუმრად "ხუვენტუდი" 90:79 დაამარცხეს, ქართველ ცენტრს კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

გიორგიმ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 24:25 წუთში 10-დან 8 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მოპოვებულ 1
9 ქულას შერმადინმა 9 მოხსნა და 1 დაფარება მოაყოლა და მარგი ქმედების ყველაზე მაღალი (23) კოეფიციენტით საუკეთესო გახდა.

6 მოგებითა და 6 წაგებით "ანდორა მორაბანკი" მე-7 ადგილზე აღზევდა. მორიგ ტურში, 27 დეკემბერს, შერმადინის გუნდი "გრან კანარიას" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული