გიორგი შერმადინის 14 ქულა და გამარჯვება "სარაგოსასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინის გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

"მორაბანკ ანდორამ" "სარაგოსას" უმასინძლა და ანგარიშით 91:81 დაამარცხა. შერმადინისთვის "სარაგოსა" უცხო გუნდი არაა. ამ კლუბში ქართველი ცენტრი 3 წლის წინ ვიქტორ სანიკიძესთან ერთად თამაშობდა.

შერმადინმა 23:30 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

ანდორელთა გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდეს სერბმა ლუკა ბოგდანოვიჩმა და მაკედონიელმა ვოიდან სტოიანოვსკიმ. პირველმა 20 ქულა
ჩააგდო, მეორემ კი - 19.

"ანდორა" 9 მოგებითა და ამდენივე მარცხით ცხრილში მე-8 ადგილზეა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული