13:50 01-02-2016
გიორგი შერმადინის 14 ქულა და გამარჯვება "სარაგოსასთან" [VIDEO]
AutoSharing Option
"მორაბანკ ანდორამ" "სარაგოსას" უმასინძლა და ანგარიშით 91:81 დაამარცხა. შერმადინისთვის "სარაგოსა" უცხო გუნდი არაა. ამ კლუბში ქართველი ცენტრი 3 წლის წინ ვიქტორ სანიკიძესთან ერთად თამაშობდა.
შერმადინმა 23:30 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.
ანდორელთა გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდეს სერბმა ლუკა ბოგდანოვიჩმა და მაკედონიელმა ვოიდან სტოიანოვსკიმ. პირველმა 20 ქულა ჩააგდო, მეორემ კი - 19.
"ანდორა" 9 მოგებითა და ამდენივე მარცხით ცხრილში მე-8 ადგილზეა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული