გიორგი შერმადინის 12 ქულა "მურსიას" დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა

AutoSharing Option
დასანანი მარცხი განიცადა გიორგი შერმადინის "ანდორამ", რომელმაც კონკურენტ "მურსიას" უმასპინძლა და შეხვედრა 5 ქულის სხვაობით - 86:91 დათმო.

ქართველი ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და 15:44 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. შერმადინმა 7-დან 3 ორქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.

"ანდორაში"საუკეთესო მაკედონიელი ფორვარდი ვოიდან სტოიანოვსკი გახლ
დათ, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო, მურსიელებს კი 20 ქულით ამერიკელმა სკოტ ვუდმა ულიდერა.

"ანდორა" მე-11 ადგილზე ჩამოქვეითდა და პლეი ოფის ზონას, სადაც 8 საუკეთესო გუნდი გადის, გვარიანად დაშორდა. შემდეგი მატჩი შერმადინის გუნდს 17 აპრილს, მალაგაში "უნიკახასთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული