გიორგი შერმადინმა "რიო ნატურასთან" 6 ქულა მოაგროვა

AutoSharing Option
"მორაბანკ ანდორასთვის", რომლის ღირსებასაც გიორგი შერმადინი იცავს, ესპანეთის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო 2 ტურს აზრი დაკარგული აქვს.

ანდორელები ვერც პლეი ოფში მოხვდნენ და არც ქვედა ლიგაში გავარდნა ემუქრებათ. შესაბამისად, შერმადინის გუნდს 2 უმოტივაციო მატჩის გამართვა უწევს, რომელთაგან ერთ-ერთი გასულ, 33-ე ტურში ითამაშა.

გიორგი შერმადინმა გასულ 2 ტურში კარიერის საუკეთესო მატჩები ჩაატარა, მაგრამ გასულ ტურში, "რიო ნატურასთან" მხოლოდ 6 ქულა მოაგროვა. ანდორელებმა ცხრილში მათზე დაბლა მყოფ ნატურელებთან შინ 74:84 წააგეს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული