ანდორელები ვერც პლეი ოფში მოხვდნენ და არც ქვედა ლიგაში გავარდნა ემუქრებათ. შესაბამისად, შერმადინის გუნდს 2 უმოტივაციო მატჩის გამართვა უწევს, რომელთაგან ერთ-ერთი გასულ, 33-ე ტურში ითამაშა.
გიორგი შერმადინმა გასულ 2 ტურში კარიერის საუკეთესო მატჩები ჩაატარა, მაგრამ გასულ ტურში, "რიო ნატურასთან" მხოლოდ 6 ქულა მოაგროვა. ანდორელებმა ცხრილში მათზე დაბლა მყოფ ნატურელებთან შინ 74:84 წააგეს.
gbf.ge