შენგელია განაცხადში გამოჩნდა, შერმადინმა სეზონი 12-ით დაასრულა

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში ბოლო მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინის "ანდორამ". მან რეგულარული ეტაპის დასკვნით მატჩში სტუმრად "ვალენსიასთან" ითამაშა და 67:81 დამარცხდა.

გიორგი თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი იყო. მისი სტატისტიკა ასეთი გახლდათ: 25 წუთი, 12 ქულა (7-დან 3 ორქულიანი, 7-დან 6 საჯარიმო), 8 მოხსნა, 2 პასი.

"ანდორამ" სეზონი 12 მოგებით, 22 მარცხით მე-14 ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში ვერ გავიდა.

* * *
მეოთხედფინალში მეტოქედ "გრან კანარია" ერგო თორნიკე შენგელიას "ბასკონიას", რომელმაც რეგულარულის ბოლო ტურში "მანრესასთან" 83:80 მოიგო.

თითქმის სამთვიანი შესვენების შემდეგ თოკო
პირველად გამოჩნდა "ბასკონიას" განაცხადში. შეგახსენებთ, მას მუხლზე ოპერაციის გადატანა მოუწია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული