საკალათბურთო კლუბ "ანდორას" დაწესებული აქვს აღნიშნული პრიზი გუნდის საუკეთესო მოთამაშისთვის, თუმცა ოფიციალურად მას "საიმედო მოთამაშის" პრიზი ეწოდება.
შერმადინი გასულ სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. შედეგიანობით, შერმადინი ესპანეთის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი გახლდათ და როცა კლუბ "ანდორას" გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარეს, თუ ვინ აერჩიათ გუნდის ყველაზე საიმედო მოთამაშედ, უმეტესობამ მხარი ქართველ ლეგიონერს დაუჭირა.
შერმადინმა საკუთარი ტიტული ციფრებითაც გაამაგრა. გასულ რეგულარულ ჩემპიონატში ის "ანდორას" საუკეთესო ბომბარდირი გახდა
შერმადინს პრიზი კლუბის მთავარი სპონსორის, "მორაბანკის" მარკეტინგის სამსახურის დირექტორმა მირეირა მაესტრემ გადასცა.
ქართველი ლეგიონერი აღიარებით გახარებული იყო და შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"მადლობა ამ აღიარებისთვის. ეს იყო ჩემთვის აღმავლობისა და ვარდნის სეზონი, მაგრამ მთლიანობაში, ის ძალიან კარგი გამოვიდა, რადგან მწვრთნელისგან ნდობას, ქომაგებისგან კი დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი".
შერმადინს მომავალზეც დაეკითხნენ, რაზეც მან ასე უპასუხა:
"წინ მთელი ზაფხულია და არ ვიცი, რა იქნება, სად გაგრძელდება ჩემი კარიერა. ისე კი, ჩემი მეუღლე ყოველდღე მეუბნება, რომ ანდორაში დავრჩეთ, რადგან აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში".
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით