თორნიკე შენგელია "ლაბორალ კუჩაში" კიდევ ერთი წლით რჩება

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და "ლაბორალ კუჩას" ფორვარდი თორნიკე შენგელია ზაფხულში გუნდს არ გამოიცვლის.

ამის შესახებ გუშინ, ჟურნალისტებთან საუბრისას 24 წლის კალათბურთელმა თავად განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ესპანურ კლუბში მინიმუმ კიდევ ერთ სეზონს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შენგელიას შეძენა ბერძნულ "პანათინაიკოსს" სურდა, ფორვარდის შესანარჩუნებლად კი ესპანური კლუბი თორნიკეს ფინანსური დავალიანებების სრულად დაფარვას დაჰპირდა.

ასევე იხილეთ:

თორნიკე შენგელიას "პანათინაიკოსი" ეპატიჟება
"ლაბორალ კუჩას" თორნიკე შენგელიას სხვა გუნდში გაშვება არ სურს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული