ზაზამ დენვერში თითქმით 14 წუთი ითამაშა და სამი ოთხიანი დასვა - 4 ქულა, 4 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა. 4 ჩაჭრა მატჩის საუკეთესო და ფაჩულიას პირადსარეკორდო შედეგია. რაც "გოლდენ სტეიტში" გადავიდა, 7 საგამოფენო და რეგულარული ჩემპიონატის 8 მატჩში მას 2-ზე მეტი ჩაჭრა არ ჰქონია.
ქართველი ცენტრი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე სროლა წარმატებით დააგვირგვინა. ზაზამ
ფაჩულიას კარგი დაცვითი თამაშის წყალობით დენვერელთა ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი, ბოსნიელი იუსუფ ნურკიჩი განეიტრალდა, ხოლო პერიმეტრიდან ოკლენდელებმა მეტოქეს შავი დღე აყარეს. სტეფ კარიმ ამჯერად 7 სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 33 ქულით დაასრულა. კლეი ტომპსონმა 19, ხოლო კევინ დიურანტმა 18 ქულა მოაგროვა.
7 მოგებითა და 2 მარცხით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა, ხოლო შემდეგ მატჩს 14 ნოემბერს, შინ "ფინიქსთან" გამართავს.