gospelherald.com-ის სცენარი: ბოგუტი "გოლდენ სტეიტს", ხოლო ფაჩულია "დალასს" უბრუნდება

AutoSharing Option
gospelherald.com-ის ინფორმაციით, "გოლდენ სტეიტს" ენდრიუ ბოგუტის გუნდში დაბრუნება სურს.

"ენდრიუ ბოგუტი არ ჩანდა ბედნიერი, როცა ის "დალასში" გაუშვეს, მაგრამ, როგორც კი "გოლდენ სტეიტში" გააანალიზეს, რომ ისეთი სუპერგუნდი არ არიან, როგორიც ეგონათ, ისინიც დაინტერესდნენ ბოგუტის დაბრუნებით", - წერს საიტი.

ენდრიუ ბოგუტი 4 წელი ემსახურა "გოლდენ სტეიტს" და ბოლო 2 სეზონში NBA-ს ფინალში გასვლაში დაეხმარა, მაგრამ სეზონის ბოლოს კლუბის ხელმძღვანელობამ შემადგენლობის გაძლიერება ჩაიფიქრა, თვალი კევინ დურანტს დაადგა და მის ასაყვანად სწორედ ბოგუტი გაიწირა.

"ახლა ბოგუტის ხელში ჩასაგდებად "უორიორსმა" კიდევ ერთი ტრეიდი უნდა
განახორციელოს, სანაცვლოდ კი "დალასს" სასტარტო ცენტრი ზაზა ფაჩულია და მომავალი დრაფტის კალათბურთელი შესთავაზოს", - წერს საიტი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, რაც ზაზა ფაჩულიას შესაძლო გაცვლაზე იწერება ამერიკულ მედიაში, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ NBA-ს წესების მიხედვით, ზაზას 15 დეკემბრამდე ვერსად გაცვლიან, რადგან ის გუნდში ახალი მისულია.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ადგილობრივმა მერიამ დაუმტკიცათ დამატებითი ბიუჯეტი:)))))))))
jizia
15 ნოემბერი 2016 11:23
0
დაანებეთ ამ სულელური და ბოღმა სტატიების გადმოწერას თავი.
***
15 ნოემბერი 2016 10:40
0
სახელფასო ჭერზე სმენია სტატიის ავტორს? ფული რომ არ ყოფნიდათ იმიტომ გაუშვეს ბოგუტი თავის დროზე და ეხლა საიდან მოიტანენ თუ ვინმე არ გაუშვეს? ზაზას ორი მილიონი რომ საკმარისი ყოფილიყო დაიტოვებდნენ ბოგუტს. ასე რომ ჩვეულებრივი ჭორია...
(((((
15 ნოემბერი 2016 10:37
0
რამე უბრო ბანძი წყარო იპოვეთ რა ... სად აღარ გაუშვეს ზაზა უკვე, ცოტა ნორმალურ წყაროზე დაყრდნობით მაინც წერეთ ...
Giorgi
15 ნოემბერი 2016 10:29
0
22 მილიონი აქვს ბარნსს და 2 მილიონი ზაზას როგორ უნდა გაცვალონს, როცა გოლდენს აკრძალული აქვს მეტი ხელფასის გადახდა. მაშინ დურანტი უნდა გაუშვან და არა ზაზა. რაც არ უნდა უნდოდეს ბარნსს გოლდენში დაბრუნება 50%ზე მეტს არ დაიკლებს ხელფასაზე
levani
14 ნოემბერი 2016 19:59
0
თავდაჯერება აკლია ზაზას, ვერ იღებს თავის თავზე სროლას. გაბედულება აკლია. წინა სეზონის თამაში რომ ითამაშოს იმსახურებს ადგილს. კერმა თუ დაალაგა გუნდა ზაზაც ჩაჯდება კარგად. ეხლა ზაზა მარტო დურანტთან ათამაშებს ბურთს. კარი გრინი და ტომპსონი თავისას თამაშობენ ისინი არ იმჩნევენ დურანტს. მოკლედ ვერ დალგდნენ ჩემი აზრით და ზაზაც მოუმატებს როცა დალაგდებიან თუ დასცალდა.
gio
14 ნოემბერი 2016 19:30
0
რატო გჯერათ, რომ ზაზა ცუდად თამაშობს? პირიქით იმას აკეთებს რასაც ავალებენ. უბრალოდ აღარაა პატარა ბიჭი და ხშირად ასვენებენ, ხოლო სეზონის მეორე ნაწილში მიეცემა დიდი დრო
ლეო
14 ნოემბერი 2016 19:26
0
ეს გაცვლა 15 დეკემბრის შემდეგ ნებისმიერ დროს შეიძლება?
1
14 ნოემბერი 2016 18:38
0
2 მილიონ ხელფასზე NBA ში არ არის უკეთესი ცენტრი და გოლდენ სტატი კეპზეა მისული მეტს ვერ გადაიხდის. ასე რომ ერთი ერთში არავიში გაცვლიან. უფრო სავარაუდოა სხვა გაუშვან და ზაზა გადაჯდეს სკამზე ვიდრე ზაზა გაუშვან.
zaza
14 ნოემბერი 2016 18:04
0
თუ ასე ცუდადაა საქმე იქნებ თამაშების 50% მაინც მოასწროს ვარეჟაოსთვის მაინც მიუციათ ბეჭედი
912
14 ნოემბერი 2016 17:31
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული