გამოცემა "ევრობასკეტმა" გიორგი შერმადინი ტოპ-ათეულში შეიყვანა

AutoSharing Option
"ანდორას" ცენტრმა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში "ესტუდიანტესთან" კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან 21 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი მეტად მაღალი ჰქონდა - 39. ეს გიორგის პირადი რეკორდიცაა და ამ მაჩვენებლით იგი ტურში ყველას სჯობდა.

- საუკეთესო მატჩი ესპანეთში - შერმადინის 21 ქულა და 16 მოხსნა "ესტუდიანტესთან" [VIDEO]

თუმცა გამოცემა "ევრობასკეტმა" ქართველ ცენტრს პირველობა მაინც არ არგუნა - ტოპ-ათეულში მეორე ადგილზე დააყენა. პირველზე "რეალის" 17 წლის უკანახაზელი ლუკა დონჩიჩი გავიდა, რომელმაც "ფუენლაბრადასთან" მატჩში 23
ქულა და 11 პასი მოაგროვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული