ზაზა ფაჩულიას და "გოლდენ სტეიტის" უცნაური წაგება "გრიზლისთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის დროით 7 იანვარს დილით, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი შინ, "მემფის გრიზლისთან" გამართა და ოვერტაიმში, ანგარიშით 119:128 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ეს ოვერტაიმში წაგებული ოკლენდელთა მეორე მატჩია.

არადა, "გოლდენ სტეიტმა" მატჩის პირველი სამი მეოთხედი დამაჯერებლად ჩაატარა და ბოლო მეოთხედის წინ 19-ქულიან უპირატესობასაც ფლობდა (98:79), თუმცა დარჩენილ დროში სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს, მაიკ კონლის ზუსტმა ტყორცნამ კი თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. ოვერტაიმში სტივენ კერის შეგირდები უსუსურად გამოიყურებოდნენ და მხოლოდ 8 ქულა მიითვალეს
მაშინ, როცა მეტოქემ 17 ქულა ჩააგდო.

ქართველმა ცენტრმა მოედანზე ნახევარი საათზე ოდნავ მეტი დაჰყო, რა დროშიც 10 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ზაზამ 4-იდან 3 ორქულიანი და 4-იდან ყველა საჯარიმო ჩააგდო, 3-ქულიანი ზონიდან კი არ უსვრია.

თამაშის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სტეფ კარი იყო 40 ქულით, "მემფისში" კი 27-27 ქულით საუკეთესოები კონლი და ზაკ რენდოლფი გახდნენ.

"გოლდენ სტეიტი", რომელსაც 37 მატჩში 31 მოგება და 6 მარცხი აქვს, დასავლეთ კონფერენციის ლიდერად რჩება, მომდევნო შეხვედრას კი თბილისის დროით 9 იანვარს, სტუმრად "საკრამენტო კინგსთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნახეთ რამხელა კოეფიციენტი ჰქონდა ამათ წაგებას აზიაში და ბევრსაც ედო დიდი კუშები. ძალიან უცნაურია.
irakli
09:41 08-01-2017
0
თამაშებს კი არა საცირკო სანახაობებს აწყობენ ამერიკელები და ეტყობა გამოთაყვანებული გულშემატკივარი ამას ჯერ ვერ ხვდება!
-ფულის გულისთვის ეშმაკს აძლევენ ... სულსაც კი!
shoda
17:27 07-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული