დაბრუნება ევროპაში - "დინამო" ჩემპიონთა თასზე, "სოხუმი" ევროპის თასზე

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი "დინამო" საკალათბურთო ჩემპიონთა თასზე ითამაშებს. ეს ამბავი თითქმის გადაწყვეტილია, დარჩენილია გარკვეული ფორმალობების მოგვარება.

დინამოელები საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაერთვებიან. თუ ბარიერს წარმატებით დაძლევენ, ბრძოლას ჩემპიონთა ლიგაში განაგრძობენ. საკვალიფიკაციოზე წარუმატებლობის შემთხვევაში კი ევროპის თასზე, ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებენ.

სწორედ ევროპის თასზე მონაწილეობის განაცხადი შეიტანა "სოხუმმა".

Sportall.Ge

სხვათა შორის, ერთდროულად ორ ქართულ გუნდს საერთაშორისო არენაზე 2012 წლის შემდეგ არ უთამაშია. ორს ვინ ჩივის, 2013 წლის მერე ევროპული ტურნირები ჩვენი გუნდების გარეშე ტარდებოდა...

შეგახსენებთ, რომ 1962 წლის ჩემპიონთა თასის მფლობელმა "დინამომ" ევროსარბიელზე ბოლოს 2002-03 წლებში
ითამაშა, ჯგუფიდან გავიდა და მეოთხედფინალში უკრაინულ "აზოვმაშთან" დამარცხდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ქუთაისს არ უნდა ეტყობა
აბა სოხუმს თუ რთავენ ნებას ქუთაისს მითუმეტეს დაუშვებდნენ მაგრამ ეტყობა არ იყო აქედან მოთხოვნა...
და რატომ არ იყო?
იმიტომ რომ რბილად რომ ვთქ
ქუთაისი?
15:11 23-06-2017
0
ეტყობა სოხუმს აქვს მაგის ფინანსები და ქუთაისს არა.მეტი არაფელი.დღესთურა ხვალ მაინც გამოჩნდება ქუთაისში ადამიანი ვინც მიხედავს კალათბურთს სერიოზულად დღეს კიდე როგორც ვიცი მერიის ბალანსზეა გუნდი.
quTaiseli
15:58 23-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული