3X3 კალათბურთში საქართველოს ნაკრები ანდორაში ევროშესარჩევში სათამაშოდ გაემგზავრა

AutoSharing Option
3X3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრები ანდორაში გაემგზავრა, სადაც 24-25 ივნისს ევროპის თასის ფინალურ ეტაპზე გასასვლელი საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება. მაშ შემდეგ, რაც 3X3 კალათბურთი ოლიმპიური სახეობა გახდა, მას ყველა ქვეყანა გაძლიერებული ინტერესით ეკიდება, შესაბამისად, სპორტის ამ სახეობის საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეთა დონე და კლასი ამაღლდა.

ევროპის თასის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად 2 საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება - ანდორასა და საფრანგეთში. ჩვენ ანდორა გვაინტერესებს, სადაც თავი 12 ქვეყნის ნაკრებმა მოიყარა - ესპანეთი, სლოვენია, საქართველო, პოლონეთი, ლატვია, ჩეხეთი, რუსეთი, გერმანია, ისრაელი, უკრაინა, ანდორა და ირლანდია.

12
გუნდი 4 ჯგუფშია გადანაწილებული. თითოეულში 3 ნაკრებია, რომელთაგან საქართველოს ყველაზე რთული მეტოქეები შეხვდა - ჩვენი ეროვნული გუნდის მეტოქეები ესპანეთი და სლოვენია იქნებიან. თითოეული ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის, რომლებიც ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ.

პლეი ოფის პირველი წრის მომგები გუნდები ევროპის თასის საგზურს მოიპოვებენ, დამარცხებულებს კი საკვალიფიკაციო ტურნირში დარჩენილი 2 საგზურისთვის მოუწევთ ბრძოლა.

საქართველოს სახელს ანდორის საკვალიფიკაციოში დაიცავენ შემდეგი მოთამაშეები: ვახტანგ ქადარია, ირაკლი ჩლაიძე, გივი ბაქრაძე და ზუკა მაჩალაძე. ოთხივე მათგანი საქართველოს სუპერლიგის წამყვანი გუნდების მოთამაშეები არიან, რომლებსაც 3X3 კალათბურთის გამოცდილებაც უმაგრებთ ზურგს და თუკი ისინი ანდორაში წარმატებას მიაღწევენ, 7-9 ივლისს ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში ევროთასის ფინალურ ეტაპში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
რას ჰგვანან? მოჯაჰედების ნაკრებია, თუ საქართველოს? მოდას აყოლილებსაც ვერ დავარქმევ, სიზარმაცეს აყოლილები უფრო არიან ქართველი სპორტსმენები წვერის გაპარსვაც კი რომ ეზარებათ, ამათ ვარჯიშს აიძულებ? ადამიანის უფლებების დარღვევად ჩაგვითვლიან, თორემ ავკრძალავდი გაუპარსავი სპორტსმენების შეჯიბრებებზე გამოსვლას(თუ რელიგია არ უკრძალავს გაპარსვას).
murtalo
23:47 24-06-2017
0
ზატო იშოპინგეს. როგორი ქვეყანაა? ფასები როგორია?
Kombato
02:52 27-06-2017
0

სიახლეები პოპულარული