ფიბა-ევროპის პრეზიდენტი თბილისში ივლისში ჩამოვა

AutoSharing Option
უელსის ქალაქ ნიუპორტიდან დაბრუნდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა.

პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი ფიბა-ევროპის გენერალურ ასამბლეას დაესწრნენ.

უელსში ჩასული იყო ფიბა-ს ხელმძღვანელი ივან მაინინი. ვფიქრობთ, მკითხველსაც აინტერესებს, რა საკითხები განიხილეს და საერთოდ, ევროპის ჩემპიონატის ოთხ წელიწადში ერთხელ გამართვის შესახებ ხომ არ იმსჯელეს.

"სანაკრებო მატჩების სისტემაზე არ ულა
პარაკიათ. გაირკვა, რომ ფიბა-ევროპის საპრეზიდენტო რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება. ოფიციალურად 2014 წელს უწევს და სწორედ მაშინ გაიმართება.

უელსში გადაწყდა, რომ ივნისში თბილისს ეწვევა ფიბა-ევროპის პრეზიდენტი ოლაფ რაფნსონი. ასევე, დაიგეგმა შემოდგომით ფიბა-მსოფლიოს
ხელმძღვანელობის ჩამოსვლა. თუ პრეზიდენტი ივან მაინინი ვერ შეძლებს სტუმრობას, გენერალური მდივანი პატრიკ ბაუმანი აუცილებლად გვეწვევა",
- გვითხრა ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა.

ასევე, დავინტერესდით საკლუბო ტურნირებით. გავრცელდა ცნობა, თითქოს სამის ნაცვლად, ორი შეჯიბრება უნდა დარჩეს (ევროთასი და ევროლიგა, ევროჩელენჯი უქმდებაო).

როგორც პრეზიდენტმა გვითხრა, ნიუპორტში ეს საკითხი არ დასმულა, რაც გვავარაუდებინებს, რომ 2013-14 წლების სეზონში სერიოზული საკლუბო ცვლილება არ განხორციელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული