"დინამოს" ბაზაზე თავდაპირველად 160-მა მოზარდმა მოიყარა თავი, რომლებიც 1998-2002 წლებში იყვნენ დაბადებულნი. ერთკვირიანი ვარჯიშების შემდეგ კემპის მონაწილეთა რაოდენობა განახევრდა და დაახლოებით 80-მა ახალგაზრდა ესპანელი მწვრთნელების ხელმძღვანელობით წვრთნა კიდევ 1 კვირით განაგრძო.
ვარჯიშები 24 აპრილს დასრულდა, დღეს კი "დინამოს" ბაზაზე პრეს-კონფერენცია გაიმართა,
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციისა და "სასკი ბასკონიას" შორის გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ აღნბიშნულ კემპს როდის მოიცავს. ესაა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5-წლიანი პერიოდის დასაწყისი, რომლის მეშვეობითაც ესპანურმა მხარემ ქართულ კალათბურთში არსებული კონტიგენტი, ახალგაზრდა თაობის შესაძლებლობები გაიცნო.
სწორედ ამაზე ისაუბრეს კემპის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, ვიცე-პრეზიდენტები - კახა შენგელია და ვლადიმერ ბოისა, "სასკი ბასკონიას" გენერალური დირექტორი ხესუს ვასკესი და ტექნიკური დირექტორი ბორხა კომენჯი დაესწრნენ.
წყარო: www.gbf.ge