Junior NBA - GBF ლიგა წელსაც გაიმართება და სავარაუდოდ, მარტში დაიწყება

AutoSharing Option
ფოტოზ:ე მიხეილ გაბრიჩიძე და ნილ მეიერი

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, Junior NBA-GBF ლიგა ჩვენს ქვეყანაში წელსაც გაიმართება და სავარაუდოდ, სტარტს მარტში აიღებს. ეს გადაწყვეტილება ახლახან ლონდონში, Junior Nba-ს ხელმძღვანელობასა და პროექტის ქართული მხარის წარმომადგენლების, მათ შორის, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, მიხეილ გაბრიჩიძის შეხვედრაზე მიიღეს.

გასული წლის ივნის-ივლისში ჩატარებულ Junior NBA - GBF ლიგას საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ორგანიზება საქართველოში ამერიკის საელჩოს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობის ბიუროს, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის Junior Nba-ს განყოფილებასა და ნბა-ს ევროპის
ოფისთან ერთად გაუწია. ტურნირში, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, საკვალიფიკაციო ეტაპიანად მონაწილეობა 52-მა გუნდმა მიიღო და პროექტი ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტებმა ამ სფეროში საუკეთესოდ აღიარეს.

საქართველოს მხრიდან ტურნირის ორგანიზატორები Junior Nba-ს ხელმძღვანელობამ ლონდონში მიიწვია. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე აღნიშნულ პროექტში ჩართულ ფედერაციის თანამშრომლებთან ერთად გასულ კვირაში დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში იმყოფებოდა, სადაც სამუშაო შეხვედრები გაიმართა Junior NBA-ს ევროპული ოფისის საკალათბურთო ოპერაციების დირექტორ ნილ მეიერთან და Junior Nba-ს სამუშაო ჯგუფთან.

კიდევ ერთხელ აღინიშნა გასულ წელს საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარებული Junior NBA - GBF ლიგის შესახებ და სამომავლო გეგმებიც დაისახა. გადაწყდა, რომ Junior NBA - GBF ლიგა საქართველოში, სავარაუდოდ, მარტის თვეში დაიწყება, ხოლო მანამდე ამ ლიგის სტრუქტურულ და ახალ სტრატეგიულ ფორმირებაზე იწარმოებს მუშაობა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული