დუდა სანაძის 17 ქულა "პრიმორსკას" მოსაგებად არ ეყო

AutoSharing Option
დუდა სანაძემ მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა სლოვენიის ჩემპიონატში, თუმცა მისი გუნდის გასამარჯვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ქართველი ლეგიონერის "პრიმორსკა" სლოვენიის ჩემპიონატის მორიგ ტურში სტუმრად "ჰოპსი პოლზელას" შეხვდა და ბრძოლაში - 67:73 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი სტუმართა შორის საუკეთესო გახლდათ. დუდა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 26:26 წუთში კი 17 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. სანაძემ 4-დან 3 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი სათადარიგოთა
სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ გადაინაცვლა.

8-8 მოგება-წაგებით "პრიმორსკა" მე-6 ადგილზე იმყოფება. სანაძის გუნდი მომდევნო მატჩს 3 თებერვალს, აუტსაიდერ "პორტოროჟთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული