დუდუ დადიანის მემორიალი: "სოხუმი" პირველია

AutoSharing Option
"გუნდის არსებობის ისტორიაში მეორედ გავედით ფინალში და პირველად მოვიგეთ თასი. აქამდე მხოლოდ ქორქია-საკანდელიძის თასის ფინალში ვიყავით და თსუ-სთან დავმარცხდით.

დღეს კი დუდუ დადიანის მემორიალისთვის მაქსიმალურად მოვემზადეთ და როგორც ტაბლოდან ჩანს, დამსახურებულად მოვიგეთ"
, - განაცხადა "სოხუმის" მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ, რომლის გუნდმაც გადამწყვეტ მატჩში შარშანდელი გამარჯვებული "არმია" 84:57 დაამარცხა.

პირველი ტაიმის ბოლოს ტაბლოზე 50:20 ეწერა. 30-ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა კი 20 წუთში ზერთული ამოცანაა, რომლის გადაჭრა არმიელებმა ვერ მოახერხეს.

16-16 ქულით მატჩის ბომბარდირები გახდნენ სოხუმელები ჯოშუა ჯექსონი და ვახტანგ ქადარია.

მატჩის ერთადერთი
ორმაგი დუბლი შეასრულა მათმა თანაგუნდელმა ნიკა მეტრეველმა (11 ქულა, 10 მოხსნა). "არმიას" მხრიდან კი 13-13 ქულა უკანახაზელებს - ბექა წივწივაძესა და ბუბა კვიმსაძეს ჰქონდათ.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელად "სოხუმის" გამთამაშებელი ჯოშუა ჯექსონი დასახელდა.

ასევე იხილეთ:
დუდუ დადიანის მემორიალზე მე-3 და მე-5 ადგილები გათამაშდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული