ქართველი ფორვარდი მოედანზე 8 წუთით გამოჩნდა და თითო ორქულიანი და სამიანი ააცილა.
ბურჯანაძის ანგარიშზე თითო მოხსნა და ჩაჭრა დაგროვდა. კახასოლელთგან 21 ქულით საუკეთსო ამერიკელი მარკუს ლენდრი გახლდათ, იან სასტრემ კი სევილიურ გუნდს 17 ქულა შესძინა.
7 მოგებითა და 8 წაგებით "კახასოლი" 18-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილზეა. მორიგ ტურში, 18 იანვარს, სევილიელები სტუმრად "ხუვენტუდს" შეხვდებიან.
წყარო: gbf.ge