თბილისის "ვითამ" ვითიბი ლიგაში კვლავ წააგო

AutoSharing Option
8 ნოემბერს თბილისის "ვითამ" სპორტის სასახლეში ვითიბი ლიგის მე-7 ტურის ფარგლებში ყაზანის "უნიქსს" უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ ვითელებმა პირველი წაგებული პერიოდის შემდეგ ზედიზედ ორი პერიოდი მოიგეს, თუმცა წარმატებული ასპარეზობა ვეღარ განაგრძეს და მეოთხე პერიოდში სტუმრება დიდი სხვაობით მოუგეს მასპინძლებს. საბოლოოდ გამარჯვება "უნიქსს" დარჩა 76:104.

ვითელთაგანა საუკეთესო პიერი ჰენრი გახდა, რომელმაც 15 ქულა, 8 მოხსნა და 7 გაადცემა დააგროვა. ყველაზე მეტი "ვითასგან" დარიუს კარტერმა (23) ჩააგდო. შეხვედრაში კი ყველაზე მეტი ქულა უნიქსელმა კიტ ლენგფორდმა (36) დააგროვა.

სამწუხაროდ ეს "ვითას" ზედიზედ მე-7 მარცხია
ვითიბი ლიგაში. მომდევნო მატჩს "ვითა" სტუმრად "ენისეითან" კრანოიარსკში 15 ნოემბერს გამართავს.

8 ნოემბერი. თბილისის სპორტის სასახლე
ვითა-უნიქსი 76:104
13:26, 22:20, 27:22, 14:36
მკითხველის კომენტარები / 2 /
მართლლა უფრო მეტი რო დაწეროთ ვერაა??? რა უბედურება ჯერ აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია გვიან იდება მერე ესე მშრლად არაფრის მთქმელი ვითომ სტატია...კაი რა სირცხვილია მართლაა...
დავითი))
10:19 09-11-2015
0
...კი, მაგრამ ცოტა მეტი სტატისტიკური მონაცემის გადმოცემა მკითხველისათვის ძნელად მოსაპოვებელი იყო ალბათ...ესაა ზერელე დამოკიდებულიბა საკუთარი პროფესიისადმი, ხოლო მკითხველისთვის კი ბოდიში და მიგიფურთხებიათ. აქ ხშირად გაისმის თქვენი ლანძღვა-გინება და ან არ ვპოსტვდი, ან ცოტათი მაინც გიცავდით, მაგრამ მსგავსი თავხედური დამოკიდებულება საქმისადმი გასაკვირია. თუ არ გინდა ბიძიკო გაანებე ამ საქმეს თავი, მისჯილი ხომ არა გაქვს. ქართულ კალათბურთს როგორც იქნა ეღირსა უძლიერეს კლუბებთან შეხვედრის შანსი და ჯერჯერობით აგებენ, ამიტომ დავიკიდოთ?...რატომ არა წერთ რამდენი მაყურებელი იყო დარბაზში?...აგებენ და რისთვის მივიდეთო იტყვის მავანი...ეხლა უნდა ამ გუნდს ყოველმხრივი მხარდაჭერა, თქვენიც "ჟურნალისტებო", ამით ქართულ კალათბურთს სცემთ პატივს და მოგებას რომ დაიწყებს გუნდი მაშინ მობრძანდით და ნორმალურად გააშუქეთ მისი თამაშები.
murtalo
05:18 09-11-2015
0

სიახლეები პოპულარული