შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები ყაზახეთში, პლანეტის პირველობაზე იმყოფება, სადაც თავი მსოფლიოს 20-მა საუკეთესო ნაკრებმა მოიყარა. ქართველებმა პირველი მატჩი თურქეთს მოუგეს, ხოლო შემდეგ ანდორაც დაამარცხეს და არგენტინასთან ერთად ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ.
დავით აფხაზავას, ნიკა დარბაიძის, გიორგი კორსანტიასა და ნიკა ლოლიშვილის შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან თანაბარი მატჩის ბოლოს დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა და 15:11 გაიმარჯვა. ქართველებმა მეტოქეს ფარქვეშ თამაშში და სროლათა პროცენტულობაში აჯობეს.
მეორე შეხვედრაც არანაკლებ დაძაბული გამოდგა. 2:0 დაწინაურებული ქართველები ანდორელებმა
2 ივნისს ტურნირზე დასვენებაა. 3-ში ქართველები ჯერ ჩინეთს (თბილისის დროით 11:35 საათზე), შემდეგ კი არგენტინას (14:15) შეხვდებიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"