აქ უკვე გაინაღდა პირველი ადგილი იტალიამ, რომელიც ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია.
მასთან ერთად, მეორე რაუნდში გადავიდნენ საბერძნეთი და ფინეთი. შინ მიემგზავრებიან თურქეთი და რუსეთი, რაც პირველი ეტაპის ყველაზე დიდი მოულოდნელობაა.
A ჯგუფი
ბრიტანეთი-გერმანია 81:74
16:23, 26:15, 17:18, 22:18
ბ: ლოურენსი (23), ჰესონი (21+11 მოხსნა), კლარკი (17+7 მოხსნა), ეჩარა (11+5 მოხსნა).
გ: პლიაისი (20+14 მოხსნა), ბენცინგი (12), კინგი (11).
ორქულიანები: 13/37
სამქულიანები: 12/30 (40,0%) - 8/22 (36,4%)
საჯარიმოები: 19/25 (76,0%) - 10/13 (76,9%)
მოხსნები: 40-37. პასები: 10-7. შეცდომები: 7-15.
გადამწყვეტი მომენტი: დაახლოებით მეოთხედნახევრის შემდეგ გერმანია ათი ქულით იგებდა შეხვედრას (23:13), რასაც მოჰყვა ბრიტანეთის მხრიდან 11 უპასუხო ქულის ჩაგდება. ანგარიში გახდა 24:23 და ამის შემდეგ გერმანელები მუდმივად მდევრის როლში იყვნენ. გერმანიამ დაკარგა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი, არადა, ამ გუნდმა პირველ ტურში ევრობასკეტის ფავორიტი საფრანგეთი დაამარცხა.
მატჩის გმირი: ლოურენსმა ორივე გუნდში ყველაზე მეტი ქულა (23) დააგროვა, თუმცა ასევე აღსანიშნავია მაილს ჰესონის 21 ქულა და 11 მოხსნა. აქედან შვიდი მოხსნა მეტოქის ფარზე მოდის.
სტატისტიკა არ ტყუის: გერმანელებმა ძალიან ბევრი - 15 შეცდომა დაუშვეს, რისი წყალობითაც, ბრიტანეთმა 19 ქულა აიღო.
უკრაინა-საფრანგეთი 71:77
16:14, 20:21, 15:16, 20:26
უ: ჯეტერი (20+6 მოხსნა), ნატიაჟკო (6+10 მოხსნა).
ს: პარკერი (28), დიაო (15), ჟელაბალი (10+5 მოხსნა), აჟინკა (5+11 მოხსნა).
ორქულიანები: 11/33 (33,3%) - 21/47 (44,7%)
სამქულიანები: 13/26 (50%) - 6/18 (33,3%)
საჯარიმოები: 10/18 (55,6%) - 17/24 (70,8%)
მოხსნები: 32-46. პასები: 9-9. შეცდომები: 13-12.
გადამწყვეტი მომენტი: ტონი პარკერმა მეოთხე მეოთხედი ზედიზედ ცხრა ქულით დაიწყო და საფრანგეთი ამის წყალობით 11:0 გაიქცა, რამაც თანაბარ თამაშში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
მატჩის გმირი: პარკერმა ამ ტურნირზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან არამარტო 28 ქულით გამოიჩინა თავი, არამედ რეალურად პირველად გამოავლინა ლიდერის ფუნქციები.
სტატისტიკა არ ტყუის: პირველ სამ მეოთხედში პარკერმა 13 ქულა დააგროვა და 10-დან ხუთი ბურთი მოათავსა კალათში. სამაგიეროდ, მეოთხე ათწუთეულში მის ანგარიშზე 15 ქულა და რვიდან ექვსი ჩაგდებული ბურთი მოდის.
ისრაელი-ბელგია 87:69
19:15, 22:18, 32:13, 14:23
ი: ნისიმი (23+5 პასი), ჰალპერინი (13+5 მოხსნა), ელიაჰუ (13+6 პასი), პნინი (12).
ბ: დე ზეუვი (14), ერველი (13+7 მოხსნა).
ორქულიანები: 24/43 (55.8%) - 19/36 (52,8%)
სამქულიანები: 10/16 (62,5%) - 6/22 (27,3%)
საჯარიმოები: 9/15 (60%) - 13/21 (61,9%)
მოხსნები: 30-31. პასები: 23-13. შეცდომები: 9-11.
ა გ თ მ წ ბ ქ
1. საფრანგეთი 4 3 1 321-279 7
2. უკრაინა 4 3 1 291-284 7
3. ბელგია 4 2 2 279-289 6
4. ბრიტანეთი 4 2 2 292-309 6
5. გერმანია 4 1 3 310-320 5
6. ისრაელი 4 1 3 288-300 3
ბოლო ტური
9 სექტემბერი.
ბრიტანეთი-უკრაინა (16:30), გერმანია-ისრაელი (19:45), ბელგია-საფრანგეთი (23:00).
B ჯგუფი
ბოსნია-მაკედონია 62:54
16:15, 13:13, 12:17, 21:9
ბ: ტელეტოვიჩი (22+7 მოხსნა), ჯედოვიჩი (20+7 მოხსნა+6 პასი), რაიტი (3+12 მოხსნა).
მ: მაკალები (19+6 მოხსნა), ანტიჩი (17+7 მოხსნა).
ორქულიანები: 14/36 (38,9%) - 18/41 (43,9%)
სამქულიანები: 7/19 (36,8%) - 3/25 (12,0%)
საჯარიმოები: 13/16 (81,3%) - 9/15 (60,0%)
მოხსნები: 45-34. პასები: 11-8. შეცდომები: 16-9.
გადამწყვეტი მომენტი: ბოსნიის ნაკრებმა შეხვედრა მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრ პეტროვიჩის გარეშე დაასრულა - მეოთხე მეოთხედში მსაჯმა ის მოედნიდან გააძევა მეორე ტექნიკური ჯარიმის გამო. ამ ფაქტმა ბოსნიელი კალათბურთელები კიდევ უფრო აგრესიული გახადა და მათ მეოთხედის წინ ოთხქულიანი ჩამორჩენა რვაქულიან უპირატესობად აქციეს, რითაც წინა ევრობასკეტის მეოთხე პრიზიორი ჯგუფში ჩატოვეს.
მატჩის გმირი: ნიჰად ჯედოვიჩმა თავისი 20 ქულიდან 12 მეორე ტაიმში დააგროვა და დიდი წვლილი შეიტანა ბოსნიის მოგებაში.
სტატისტიკა არ ტყუის: ბოსნიამ მეტოქეზე შვიდით მეტი შეცდომა დააგროვა და მეტოქეს 14 იოლი ქულის მოპოვების საშუალება მისცა, თუმცა მეოთხე მეოთხედში უშეცდომოდ ითამაშა.
სერბეთი-ლატვია 80:71
28:15, 10:13, 20:25, 22:18
ს: ნენად კრსტიჩი (25+5 მოხსნა), ბიელიცა (11+5 მოხსნა), კატიჩი (11), კალინიჩი (2+11 მრხსნა).
ლ: იანიჩენოკსი (18), ბერტანში (14), ბლუმსი (12), მეიერსი (10).
ორქულიანები: 23/44 (52,3%) - 14/30 (46,7%)
სამქულიანები: 5/18 (27,8%) - 8/24 (33,3%)
საჯარიმოები: 19/24 (79,2%) - 19/30 (63,3%)
მოხსნები: 39-33. პასები: 15-10. შეცდომები: 15-15.
გადამწყვეტი მომენტი: მეოთხე მეოთხედის კრიტიკულ მომენტში სერბეთის ნაკრებმა მეტოქის ზედიზედ სამი შეტევა მოიგერია, შეტევაში კი ჯერ სტეფან მარკოვიჩმა ჩააგდო ორქულიანი და ოთხი წუთით ადრე ექვს ქულამდე გაზარდა სერბეთის უპირატესობა, შემდეგი შეტევისას კი ნემანია ნედოვიჩმა მოათავსა კუთხიდან სამქულიანი და პრაქტიკულად, გაუნაღდა თავის გუნდს რთული გამარჯვება.
მატჩის გმირი: ნენად კრსტიჩმა პირველ მეოთხედში 13 ქულა ჩააგდო და საფუძველი ჩაუყარა თავისიანების გამარჯვებას. მეორე და მესამე მეოთხედებში მისმა პროდუქტიულობამ იკლო. სამაგიეროდ, მატჩის ბოლო ორ წუთში ზუსტმა ტყორცნებმა კრსტიჩი საბოლოოდ აქცია ამ შეხვედრის გმირად.
სტატისტიკა არ ტყუის: სერბეთი დომინირებდა სამწამიანში: პირველ ტაიმში ამ ზონიდან დაგროვილი ქულებით ლატვიას 24:10 მოუგო, მეორეში - 36:20.
ლიტვა-ჩერნოგორია 77:70 (ო)
19:19, 13:15, 19:13, 12:16, 14:7
ლ: კ. ლავრინოვიჩი (24), ვალანჩუნასი (12+10 მოხსნა), კალნიეტისი (10+7 პასი), კლეიზა (10).
ჩ: რაისი (19), დუბლევიჩი (14+6 მოხსნა).
ორქულიანები: 17/36 (47,2%) - 21/42 (50%)
სამქულიანები: 10/23 (43,5%) - 6/29 (20,7%)
საჯარიმოები: 13/18 (72,2%) - 10/16 (62,5%)
მოხსნები: 31-44. პასები: 17-10. შეცდომები: 9-14.
ა გ თ მ წ ბ ქ
1. ლიტვა 4 3 1 275-259 7
2. სერბეთი 4 3 1 295-283 7
3. ლატვია 4 2 2 289-294 6
4. ბოსნია 4 2 2 280-287 6
5. მაკედონია 4 1 3 290-293 5
6. ჩერნოგორია 4 1 3 293-306 5
ბოლო ტური
9 სექტემბერი.
ლატვია-მაკედონია (16:30), ლიტვა-ბოსნია (19:45), ჩერნოგორია-სერბეთი (23:00).
C ჯგუფი
საქართველო-ჩეხეთი 79:95
15:26, 20:28, 19:21, 25:20
პოლონეთი-ესპანეთი 53:89
5:25, 8:24, 17:27, 23:13
პ: ზამოისკი (11), ლამპე (10).
ე: რუბიო (15+5 პასი), ფერნანდესი (13+4 პასი), რეი (12), როდრიგესი (11+4 პასი).
ორქულიანები: 12/34 (35,3%) - 21/35 (60%)
სამქულიანები: 6/20 (30%) - 12/28 (42,9%)
საჯარიმოები: 11/13 (84,6%) - 11/14 (78,6%)
მოხსნები: 36-30. პასები: 8-23. შეცდომები: 21-8.
გადამწყვეტი მომენტი: ამ მატჩში ყველაფერი პირველ მეოთხედში გადაწყდა, როცა ესპანელი 15:0 გაიქცა და 10-წუთეული 25:5 მოიგო.
მატჩის გმირი: ამ ნომინაციაში უნდა გამოვყოთ ესპანეთის დაცვა. პირენეელებმა კვლავ ბრწყინვალედ დაიცვეს თავი, რაც უკვე ტრადიცია გახდა: ხორვატიასთან 40 ქულა გაუშვეს, ჩეხეთთან - 39, პოლონეთთან - 53.
სლოვენია-ხორვატია 74:76 (ო)
20:17, 21:17, 16:20, 8:10, 9:11
ს: გ. დრაგიჩი (23+8 მოხსნა+5 პასი), ლორბეკი (16+6 მოხსნა), ზ. დრაგიჩი (11+8 მოხსნა).
ხ: ბოგდანოვიჩი (24+7 მოხსნა), ტომიჩი (11+15 მოხსნა), უკიჩი (10).
ორქულიანები: 15/43 (34,9%) - 19/50 (38%)
სამქულიანები: 8/30 (26,7%) - 7/21 (33,3%)
საჯარიმოები: 20/28 (71,4%) - 17/25 (68%)
მოხსნები: 53-50. პასები: 14-16. შეცდომები: 8-5.
ა გ თ მ წ ბ ქ
1. ესპანეთი 4 3 1 286-210 7
2. სლოვენია 4 3 1 286-273 7
3. ხორვატია 4 3 1 267-288 7
4. ჩეხეთი 4 2 2 263-269 6
5. საქართველო 4 1 3 307-311 5
6. პოლონეთი 4 0 4 258-316 4
ბოლო ტური
9 სექტემბერი
საქართველო-ესპანეთი (16:30), ხორვატია-ჩეხეთი (19:45), სლოვენია-პოლონეთი (23:00).
D ჯგუფი
რუსეთი-შვედეთი 62:81
15:18, 14:16, 16:18, 17:29
რ: შვედი (15), ანტონოვი (13).
შ: ტეილორი (25+6 მოხსნა+4 პასი), ჟერებკო (22+13 მოხსნა), გრინი (11).
ორქულიანები: 18/41 (43,9%) - 26/51 (51,0%)
სამქულიანები: 3/17 (17,6%) - 5/14 (35,7%)
საჯარიმოები: 17/24 (70,8%) - 14/19 (73,7%)
მოხსნები: 31-44. პასები: 14-14. შეცდომები: 24-22.
გადამწყვეტი მომენტი: მესამე მეოთხედში ერთი ქულით ჩამორჩენის (34:35) შემდეგ, შვედების ოკეანისგაღმელმა ლეგიონერებმა - ჯეფრი ტეილორმა და იონას ჟერებკომ ჯამში 12 ქულა დააგროვეს და საკუთარ გუნდს 16:3 გაქცევის საშუალება მისცეს. სწორედ ამ სპურტის შემდეგ გადაწყდა ამ მატჩის ბედი.
მატჩის გმირი: ჯეფრი ტეილორი 25 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო. ამას ემატება ექვსი მოხსნა, ოთხი პასი და სამი ჩაჭრა. შეხვედრის ყველაზე ლამაზი ეპიზოდიც "შარლოტ ბობკეტსის" კალათბურთელის მონაწილეობით შედგა - მან 360 გრადუსი ბრუნის შემდეგ ჩატენა ბურთი კალათში.
სტატისტიკა არ ტყუის: 22 შეცდომის მიუხედავად, შვედეთის დაცვამ მეტოქეს 17-დან მხოლოდ სამი სამქულიანი ჩააგდებინა. გარდა ამისა, სკანდინავიელები კარგად აკონტროლებდნენ ფარს - მოხსნებში 44:31 მოიგეს.
იტალია-ფინეთი 62:44
14:17, 17:9, 15:8, 16:10
ი: დატომე (10+8 მოხსნა+4 პასი), ჩინჩარინი (9+8 მოხსნა).
ფ: კოპონენი (8), სალინი (8+6 მოხსნა), რანიკო (8).
ორქულიანები: 19/45 (42,2%) - 15/40 (37,5%)
სამქულიანები: 4/12 (33,3%) - 3/26 (11,5%)
საჯარიმოები: 12/18 (66,7%) - 5/11 (45,5%)
მოხსნები: 47-36. პასები: 10-5. შეცდომები: 13-11.
გადამწყვეტი მომენტი: ლიდერთა მატჩში ფინეთმა 6:2 გაქცევით დაიწყო მეორე ტაიმი და მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ პიეტრო არადორიმ და ნიკოლო მელიმ ერთად 13:2 გაქცევის მოწყობა შეძლეს და ბოლო მეოთხედის წინ იტალიას 12-ქულიანი უპირატესობა მოუტანეს.
მატჩის გმირი: ამ მოგებაში ყველამ შეიტანა წვლილი, თუმცა ნიკოლო მელიმ უკვე ნახსენებ გაქცევაში დიდი როლი ითამაშა. გარდა ამისა, ექვსი ქულა და ექვსი მოხსნა დააგროვა.
სტატისტიკა არ ტყუის: ფინეთმა თამაშიდან 37 პროცენტის სიზუსტით ისროლა და საერთოდ ვერ გამოიყენა თავისი მთავარი იარაღი - შორეული ტყორცნა. სკანდინავიელთა 26 შორეული ტყორცნიდან მხოლოდ სამმა მიაღწია მიზანს. არადა, წინა ორ მატჩში ფინეთი 36 და 38 პროცენტის სიზუსტით აგდებდა სამქულიანებს.
თურქეთი-საბერძნეთი 60:84
16:21, 19:20, 14:23, 12:20
თ: ილიასოვა (13+3 ჩაჭრა), არსლანი (9+5 პასი), პრელჯიჩი (9), გიონლუმი (8+8 მოხსნა).
ს: ბურუსისი (21), სლუკასი (14), პერპეროგლუ (12+5 მოხსნა), პაპანიკოლაუ (11), ზისისი (6+11 პასი).
ორქულიანები: 17/32 (53,1%) - 22/37 (59,5%)
სამქულიანები: 4/17 (23,5%) - 10/15 (66,7%)
საჯარიმოები: 15/24 (62,5%) - 10/18 (55,6%)
მოხსნები: 25-30. პასები: 12-21. შეცდომები: 12-12.
გადამწყვეტი მომენტი: თურქეთი პირველ ტაიმში ასე თუ ისე პასუხობდა მეტოქის სამქულიანებს, მაგრამ მეორე ტაიმში სტრატოს პერპეროგლუმ და ანტონის ფოცისმა შორეული ტყორცნებით 14:6 გაქცევის საშუალება მისცეს საკუთარ გუნდს, რითაც ბერძნების უპირატესობა 13 ქულამდე გაიზარდა - 59:46.
მატჩის გმირი: იანის ბურუსისი შეუჩერებელი იყო - 10-დან რვა სროლა ჩააგდო და 21 ქულით ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.
სტატისტიკა არ ტყუის: საბერძნეთმა თითქმის 60-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა თამაშიდან, სამქულიანებს კი უფრო ეფექტურად იყენებდა - 66.7 პროცენტი. გარდა ამისა, გამარჯვებულმა გუნდმა 21 შედეგიანი პასიც შეასრულა. მატჩის ანტიგმირი იყო ჰედო თუროქგლუ - მან თამაშიდან ცხრავე ტყორცნა ააცილა.
ფინეთი-რუსეტი 86:83 (2ო)
16:18, 15:12, 10:16, 26:21, 8:8, 11:8
ფ: ჰუფი (20+9 მოხსნა), მოტოლა (12), კოტი (12+10 მოხსნა), სალინი (12+10 მოხსნა+4 პასი), კოპონენი (11+11 პასი+3 ჩაჭრა).
რ: შვედი (25+5 მოხსნა+6 პასი), ფრიძონი (16+10 მოხსნა+6 პასი), ანტონოვი (10+5 მოხსნა).
ორქულიანები: 14/41 (34,1%) - 22/42 (52,4%)
სამქულიანები: 9/35 (25,7%) - 4/25 (16%)
საჯარიმოები: 31/44 (70,5%) - 27/43 (62,8%)
მოხსნები: 52-52. პასები: 16-16. შეცდომები: 14-15.
გადამწყვეტი მომენტი: ორი დღის განმავლობაში წინა ევრობასკეტის ბრინჯაოსპრიზიორმა ორ სკანდინავიურ გუნდთან წააგო. მეორე ოვერტაიმის დასრულებამდე წუთითა და 27 წამით ადრე ჯერალდ ლიმ რუსების სამქულიანს ჩატენვით უპასუხა და ფინეთს ბოლომდე აღარ დაუთმია ლიდერობა.
მატჩის გმირი: ძირითად დროში ფინეთი ვეტერანმა ჰანო მოტოლამ გადაარჩინა, რომელმაც 3 წამით ადრე ორი საჯარიმო გამოიყენა. მანვე მეორე ოვერტაიმში მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო.
სტატისტიკა არ ტყუის: ფინეთმა სამქულიანების მხოლოდ 16 პროცენტი გამოაყენებინა მეტოქეს და შეტევაში 19 მოხსნა მიითვალა. სკანდინავიელებმა მოიგეს მატჩი თამაშიდან 34 პროცენტი სიზუსტის მიუხედავად.
საბერძნეთი-იტალია 72:81
16:16, 22:20, 18:27, 16:18
ს: ზისისი (16+4 პასი), პერპეროგლუ (12), პაპანიკოლაუ (11), ბურუსისი (11).
ი: ბელინელი (23+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), დატომე (19), ჯენტილე (16).
ორქულიანები: 19/34 (55,9%) - 22/38 (57,9%)
სამქულიანები: 7/20 (35%) - 8/19 (42,1%)
საჯარიმოები: 13/17 (76,5%) - 13/17 (76,5%)
მოხსნები: 33-24. პასები: 14-9. შეცდომები: 14-5.
გადამწყვეტი მომენტი: იტალიის ნაკრებმა ზედიზედ მეორედ დაუმარცხებელ გუნდს მოუგო და თავის ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. მესამე მეოთხედში საბერძნეთი სამი ქულით დაწინაურდა (45:42), როცა ლუიჯი დატომემ და მარკო ბელინელიმ სამი სამქულიანი ჩააგდეს და თავიანთი გუნდის 19:6 გაქცევას გაუკეთეს ორგანიზება.
მატჩის გმირი: მარკო ბელინელი 23 ქულით, შვიდი მოხსნით, სამი პასითა და სამი ჩაჭრით საუკეთესო იყო ორივე გუნდში.
სტატისტიკა არ ტყუის: იტალიამ ძალიან სუფთად ითამაშა და მხოლოდ ხუთი შეცდომა დაუშვა. ამან გადაწონა ბერძნების უპირატესობა მოხსნებში: 33:24.
შვედეთი-თურქეთი 74:87
17:17, 18:23, 23:27, 16:20
შ: ტეილორი (19), ჟერებკო (17), გრანტი (14+5 მოხსნა+4 პასი).
თ: არსლანი (22), ილიასოვა (21+5 მოხსნა), გიონლუმი (19+5 მოხსნა), პრელჯიჩი (11+10 პასი).
ორქულიანები: 24/38 (63,2%) - 24/38 (63,2%)
სამქულიანები: 5/19 (26,3%) - 9/20 (45%)
საჯარიმოები: 11/12 (91,7%) - 12/17 (70,6%)
მოხსნები: 27-26. პასები: 11-22. შეცდომები: 22-17.
ა გ თ მ წ ბ ქ
1. იტალია 4 4 0 309-260 8
2. საბერძნეთი 4 3 1 315-264 7
3. ფინეთი 4 3 1 272-260 7
4. თურქეთი 4 1 3 278-309 5
5. შვედეთი 4 1 3 266-309 5
6. რუსეთი 4 0 4 285-323 4
ბოლო ტური
9 სექტემბერი.
საბერძნეთი-ფინეთი (16:30), იტალია-შვედეთი (19:45), თურქეთი-რუსეთი (23:00).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო-ჩეხეთი 79:95 - გადავი-ჩეხეთ [VIDEO]