32 წლის ლებრონს 28 020 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა NBA-ის ყველა დროის ბომბარდირებს შორის. მანვე, გუშინ, 10 შედეგიანი პასი შეასრულა და ორი გადაცემა სჭირდება იმისთვის, რომ გაუსწროს ლენი უილკენსს (7211 შედეგიანი პასი) და გადავიდეს ყველა დროის სიაში მე-13 ადგილზე.
"კლივლენდს" აკლდა კაირი ირვინგი, სამაგიეროდ, დაბრუნდა კევინ ლავი, რომელმაც 23 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა.
* * *
"გოლდენ
"მეომრებს" ლიდერობდა სტეფ კარი - 35 ქულა, 8 ზუსტი სამქულიანი და 9 შედეგიანი პასი. თუმცა, ჩააგდო შეხვედრა კევინ დურანტმა, რომელმაც მხოლოდ 10 ქულა აიღო და ექვსიდან ყველა სამქულიანი ააცილა.
* * *
"ვაშინგტონს" ფანტასტიკური დასასრული ჰქონდა "ნიუ ორეალენის" წინააღმდეგ და ზედიზედ მე-17 საშინაო გამარჯვება მოიპოვა. "უიზარდსმა" ბოლო 5:51 წუთში ქულა არ ააღებინა მეტოქეს, ზედიზედ შვიდი შეტევა ზუსტად დაასრულა და მოიგო ეს მონაკვეთი - 15:0.
"ვაშინგტონის" ხუთივე სასტარტომ მინიმუმ 10 ქულა დააგროვა, მათგან ჯონ უოლს ჰქონდა 24 ქულა და 13 შედეგიანი პასი.
* * *
ჰასან უაიტსაიდის შთამბეჭდავი ორმაგი დუბლის (30 ქულა+20 მოხსნა) წყალობით, "მაიამიმ" "ფილადელფია" დაამარცხა და ზედიზედ მე-10 მატჩი მოიგო. ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ ამ მატჩში "მაიამის" უკანახაზელები: დიონ უეიტერსს 21 ქულა და 7 პასი ჰქონდა, გორან დრაგიჩს - 16 ქულა და 8 პასი, ტაილერ ჯონსონს - 16 ქულა და 6 პასი.
"ჰიტის" (21 მოგება/30 წაგება) მოგებათა სერია სიგრძით მეორეა NBA-ის ისტორიაში იმ გუნდებისთვის, რომლებსაც მოგება-წაგების უარყოფითი ბალანსი ჰქონდათ.
* * *
დღის ერთ-ერთი მთავარი მიღწევის ავტორი გახდა "სან ანტონიოს" მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი. ამ სპეციალისტმა კარიერაში 1128-ე გამარჯვებას მიაღწია და ყველა დროის ლიდერი გახდა ერთ გუნდთან მოპოვებული მოგებების რაოდენობით. პოპოვიჩმა უკან ჩამოიტოვა აწ უკვე ყოფილი რეკორდსმენი, "იუტას" ექს-დამრიგებელი ჯერი სლოუნი.
"სპურსის" რიგებში გაიბრწყინეს ვეტერანებმა - მანუ ჯინობილიმ და ტონი პარკერმა 14-დან 13 ტყორცნა ჩააგდეს და 18-18 ქულა დააგროვეს.
* * *
"ინდიანას" ამ სეზონში თავისთვის ყველაზე გრძელი მოგებათა სერია აქვს - ექვსი. "პეისერსის" რიგებში ექვსმა კალათბურთელმა შეძლო მინიმუმ 10 ქულის დაგროვება. ლევოი ალენმა კი თავის 28-ე დაბადების დღეზე სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა 18 ქულით, რასაც 10 მოხსნა დაუმატა.
"პეისერსი" დაცვაშიც შესანიშნავი იყო და მეორე ტაიმში მეტოქეს მხოლოდ ცხრა ბურთი ჩააგდებინა თამაშიდან.
* * *
"ატლანტამ", რომელმაც წინა დღეს, 20-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ აჯობა "ჰიუსტონს", ამჯერად, პირველივე ტაიმში 26-ქულით გაუსწრო "ორლანდოს" და არ გასჭირვებია ბოლო 20 მატჩში მე-15 მოგება.
"ორლანდომ" 27-დან მხოლოდ შვიდი სამქულიანი ჩააგდო და თამაშიდან 35.1 პროცენტის სიზუსტით ისროლა.
* * *
"იუტამ" მეოთხე მეოთხედში გადაწყვიტა "შარლოტთან" მატჩის ბედი, როცა 18-დან 10 ტყორცნა გამოიყენა და "შარლოტს" ბოლო რვანახევარ წუთში მხოლოდ ექვსი ქულა ააღებინა.
"შარლოტისთვის" ეს იყო ზედიზედ მეშვიდე წაგება. ამ გუნდის რიგებში კემბა უოკერმა 18 ქულა დააგროვა და თავისი კარიერული მონაგარი 7448 ქულამდე აიყვანა, რითაც მეორე ბომბარდირი გახდა კლუბის ისტორიაში. უოკერმა ჯერალდ უოლასს გაუსწრო.
* * *
იანის ანტენტოკუნმპომ თავისი 30 ქულიდან 18 პირველ მეოთხედში მოიპოვა, რომელიც "მილუოკიმ" 20 ქულით მოუგო "ფინიქსს". ამის წყალობით, "ბაქსმა" დაასრულა ხუთმატჩიანი წაგებათა სერია. "მილუოკის" რიგებში ექვსმა კალათბურთელმა შეძლო მინიმუმ 10 ქულის აღება, თავად გუნდმა კი შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა მიმდინარე სეზონში.
"ფინიქსისთვის" ეს იყო მეექვსე წაგება ბოლო რვა მატჩში და ზედიზედ მეხუთე - საკუთარ მოედანზე.
* * *
"მემფისი" ბოლო ცხრა დღეში მეექვსედ თამაშობდა, ამიტომაც, დაასვენა სასტარტოს სამი წევრი - მარკ გასოლი, ჩენდლერ პარსონსი და ტონი ალენი. მათ არყოფნაში, კარიერის რეკორდი დაამყარა ჯამიკალ გრინმა - 29 ქულა, ხოლო "გრიზლისმა" ზედიზედ მესამე მარცხი აგემა "მინესოტას", რომლის რიგებშიც ზედიზედ მეათე ორმაგი დუბლი შეასრულა კარლ-ენტონი თაუნსმა - 27 ქულა და 16 მოხსნა.
ატლანტა-ორლანდო 113:86
35:24, 30:15, 26:26, 22:21
ა: ჰარდუეი (21), მილსეპი (21), შრიოდერი (17+10 პასი), ჰოვარდი (11+13 მოხსნა), დილეინი (12).
ო: გორდონი (16), პეიტონი (12), გრინი (12).
ინდიანა-დეტროიტი 105:84
30:32, 26:26, 26:14, 23:12
ი: ჯორჯი (21), ალენი (18+11 მოხსნა), ტიგი (13+7 პასი), მაილზი (13), ტერნერი (13) ჯეფერსონი (13).
დ: მორისი (19), ლური (14+7 მოხსნა), დრამონდი (13+9 მოხსნა).
ვაშინგტონი-ნ. ორლეანი 105:91
24:18, 29:31, 27:34, 25:8
ვ: უოლი (24+13 პასი+5 ჩაჭრა), მორისი (18), ბილი (12), პორტერი (12+9 მოხსნა), გორტატი (12+17 მოხსნა) უბრე (10).
ნ-ო: დევისი (25+10 მოხსნა), ჯონსი (15), ჰოლიდეი (13+10 მოხსნა+8 პასი), ევანსი (15).
მაიამი-ფილადელფია 125:102
32:17, 32:35, 36:23, 25:27
მ: უაიტსაიდი (30+20 მოხსნა), უეიტერსი (21+7 პასი), დრაგიჩი (16+8 პასი), ჯონსონი (16+6 პასი), ელინგტონი (11), ჯ. ჯონსონი (10).
ფ: ილიასოვა (21), ჰენდერსონი (12), ჰოლმსი (12+9 მოხსნა), მაკონელი (11), როდრიგესი (10).
ნიუ იორკი-კლივლენდი 104:111
25:34, 20:30, 23:20, 36:27
ნ-ი: ჯენინგსი (23+10 პასი), ლი (17), ენტონი (17), ერნანგომესი (16).
კ: ჯეიმსი (32+10 პასი), ლავი (23+16 მოხსნა), ფრაი (14), ტომპსონი (12), კორვერი (11).
მინესოტა-მემფისი 99:107
31:15, 17:33, 19:21, 32:38
მინ: თაუნსი (27+16 მოხსნა), უიგინსი (23), რუბიო (14+6 პასი), მუჰამადი (11), ჯონსი (10+6 პასი), ჯენგი (2+13 მოხსნა).
მემ: გრინი (29), კონლი (20+8 პასი), ენისი (13), კარტერი (11), დენიელსი (11), რენდოლფი (9+10 მოხსნა).
სან ანტონიო-დენვერი 121:97
30:27, 26:23, 35:22, 30:25
ს-ა: ლენარდი (19+6 მოხსნა+5 პასი), პარკერი (18), სიმონსი (18), ჯინობილი (18), ოლდრიჯი (12+5 მოხსნა), მილსი (10).
დ: მიურეი (20), იოკიჩი (11), ჩენდლერი (10).
ფინიქსი-მილუოკი 112:137
25:45, 41:29, 23:27, 23:36
ფ: ბუკერი (31), კრისი (27), ბლედსოუ (13+6 პასი), ტაკერი (13+7 ჩაჭრა), უორენი (10+8 მოხსნა), ჩენდლერი (5+13 მოხსნა).
მ: ანტენტოკუნმპო (30+12 მოხსნა+6 პასი+4 დაფარება), პარკერი (18+9 მოხსნა), ჰენსონი (15+7 მოხსნა), ტელეტოვიჩი (19), ბროგდონი (13+8 პასი), მონრო (13).
იუტა-შარლოტი 105:98
23:28, 29:16, 21:38, 32:16
ი: ჰეივორდი (33+8 მოხსნა), ჯორჯ ჰილი (25), ჯონსონი (18), ეკზამი (11), გობერი (8+15 მოხსნა).
შ: უოკერი (18+6 პასი), უილიამსი (16+12 მოხსნა), კამინსკი (15), ბელინელი (13), ლემბი (12), ბატუმი (11+6 პასი).
საკრამენტო-გ. სტეიტი 109:106 (ო)
27:31, 29:25, 26:26, 16:16, 11:8
ს: კაზინსი (32+12 მოხსნა+9 პასი), კოლისონი (18), კოული-სტაინი (14), ბარნსი (11+14 მოხსნა), ტოლივერი (11), მაკლემორი (10).
გ-ს: კარი (35+9 პასი), ტომპსონი (26), გრინი (16+8 მოხსნა+6 პასი), დურანტი (10+9 მოხსნა+5 დაფარება).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"