მაიკლ ჯორდანი ასეთი არ იყო

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულზის" ყოფილმა გენერალურმა მენეჯერმა ჯერი კრაუზემ კომენტარი გაუკეთა "კლივლენდ კავალიერზის" ფორვარდის ლებრონ ჯეიმსის არა ერთ განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი გუნდის შემადგენლობას გაძლიერება სჭირდება.

"მაიკლ ჯორდანს არასოდეს უთხოვია მოთამაშეების გაფორმება. არასოდეს მოდიოდა ჩემთან და არ მეუბნებოდა, ვინ უნდა ამერჩია დრაფტზე. არც იმას მითითებდა, ვინ დამეყენებინა ტრეიდზე. ასეთი რამ ერთხელაც არ მომხდარა.

ნაწილობრივ, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მაიკლი ძალიან კარგი იყო და მათ გარეშეც შეეძლო მოგება. მას კარგად ესმოდა რა უნდა გაგვეკეთებინა, როგორც ორგანიზაციას", - განაცხადა კრაუზემ NBC Sports-თან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგრამ ვერ იქმ თორნიკობას, თუმც მის ადგილს სულ ელიო. ჯეიმსის საქმეც ეგრეა, ძალიან უნდა ჯორდანის გვერდით დადგეს, მაგრამ შანსი არა აქვს არც სპორტული და არც პიროვნული თვალსაზრისით.
კეთილი სამარიტელი
12:15 07-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული