"ყველაფერი, რაც დღეს ხდებოდა, სიყვარულის დემონსტრაცია იყო. მე არ მქონია გამოსათხოვარი ტურნე კობი ბრაიანტის სტილში, როცა მას სიყვარულში უტყდებოდნენ ყოველ არენაზე. ასე რომ, ეს არის ჩემი დამშვიდობება, თან არა მხოლოდ "სელტიქსისთვის", არამედ მთელი ლიგისთვის. 18 წლის წინ, 1999 წლის 5 თებერვალს დაიწყო ჩემი კარიერა, ხოლო დასრულდა 2017 წლის 5 თებერვალს", -
თავის ბოლო მატჩში პირსი "კლიპერსის" სასტარტოში იყო და პირველი ხუთი წუთი ითამაშა, მაგრამ ქულა ვერ აიღო. მეორედ მოედანზე პირველი მეოთხედის დასრულებამდე 19 წამით ადრე შეუშვეს და პოლმა კარიერაში ბოლო სამქულიანი ჩააგდო. ეს იყო "ბოსტონის" საშინაო არენაზე პირსის 630-ე მატჩი და არ ყოფილა შემთხვევა, რომ უქულოდ დაეტოვებინოს მოედანი.
ამ მატჩის კიდევ ერთი აღსანიშნავი მომენტი იყო "ბოსტონის" საკლუბო რეკორდი - 52 ნასროლი სამქულიანი.
* * *
გუშინდელ სათამაშო დღეს, მორიგ სამმაგ დუბლს ელოდნენ რასელ უესტბრუკისგან, თუმცა, ტრიპლ-დაბლი "ტორონტოს" მცველმა კაილ ლოურიმ შეასრულა - პირველი ამ სეზონში და მეცხრე კარიერაში. მის ანგარიშზე 15 ქულა, 11 მოხსნა და 11 შედეგიანი პასი იყო. ამ გადაცემების დიდი ნაწილი იონას ვალანჩუნასის მისამართით იყო, რომელმაც 22 ქულა დააგროვა.
ასე თუ ისე, "ბრუკლინმა" გაუწია წინააღმდეგობა კანადურ გუნდს, მაგრამ მაინც წააგო ზედიზედ მერვე მატჩი და ზედიზედ მეთორმეტედ დამარცხდა საკუთარ მოედანზე.
რაც შეეხება რასელ უესტბრუკს, მან, ამჯერად, არა სამმაგ დუბლზე, არამედ, შედეგიანობაზე იზრუნა და ეს გამოუვიდა - 34-დან 16 ბურთი ჩააგდო და 42 ქულა დააგროვა, რასაც რვა შედეგიანი პასი და ოთხი მოხსნა დაუმატა.
ბრუკლინი-ტორონტო 95:103
24:26, 19:29, 20:20, 32:28
ბ: ლოპესი (20+7 მოხსნა), კილპატრიკი (18), ბუკერი (15+10 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (13).
ტ: ვალანჩუნასი (22), როსი (17), ლაური (15+11 მოხსნა+11 პასი), კეროლი (15), პაუელი (10), ვანვლიტი (10).
ბოსტონი-კლიპერსი 107:102
29:19, 27:28, 25:20, 26:35
ბ: ტომასი (28+8 პასი), სმარტი (13), ოლინიკი (13), ჯონსონი (13), ჰორფორდი (13+15 მოხსნა+6 პასი), კრაუდერი (11), ბრაუნი (11).
კ: გრიფინი (23+8 მოხსნა), კროუფორდი (23), ფელტონი (16), სპეიტსი (11), ჯორდანი (6+16 მოხსნა).
ოკლაჰომა-პორტლენდი 105:99
24:16, 22:36, 25:21, 34:26
ო: უესტბრუკი (42+8 პასი), ოლადიპო (24+13 მოხსნა), რობერსონი (14+11 მოხსნა), ადამსი (7+13 მოხსნა).
პ: ლილარდი (29+7 მოხსნა), მაკალუმი (19+8 მოხსნა), პლამლი (13), კრები (10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"