"ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი. საშუალება მომეცა - გუნდს წინ გავძღოლოდი. ეს სწორედ ის არის, რისი მიღწევაც გინდა მოთამაშის რანგში.
განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა სათანადო ყურადღებას ვერ იღებ, რადგან მაიკლ ჯორდანის გვერდით გიწევს თამაში.
პიპენი ის მოთამაშე იყო, რომელიც ყოველთვის ცდილობდა მოგებას, მაგრამ აღიარებს, რომ ერთი ლიდერის ხელში გუნდი ვერ შეძლებს მუდმივად საჭირო შედეგის ჩვენებას და ვარსკვლავებს მხარდაჭერა სჭირდება.
"ჯორდანის გარეშე, იმ ორი წლის განმავლობაში სულ უფრო დანაღვლიანებული ვიყავი. მაიკლმა ეს დაინახა და დაბრუნება გადაწყვიტა", - აგრძელებს ლეგენდარული ფორვარდი.
ჯორდანის არყოფნაში, "ჩიკაგო" ჩემპიონი ვერ გახდა, თუმცა, პიპენი, რა თქმა უნდა, გუნდის ლიდერი იყო. იმ ორ წელიწადში მისი სტატისტიკა 22 ქულას, 8.6 მოხსნას, 5.4 შედეგიან გადაცემას და 2.9 ჩაჭრას უდრიდა. 1993-94 წლების სეზონში, მან "ბულზს" 55 გამარჯვება მოაპოვებინა. დღეს, "ჩიკაგოს" ყოფილ ლიდერს სჯერა, რომ რასელ უესტბრუკიც მიიყვანს ასეთ წარმატებამდე "ოკლაჰომას".
"იმ სიტუაციაში, რომელშიც "ოკლაჰომა" აღმოჩნდა, უესტბრუკმა მიიღო შესაძლებლობა - გახდეს ნამდვილი ლიდერი, შეაგროვოს სამმაგი დუბლები. მაგრამ, მთავარია, მოგებებს მიაღწიოს", - მიაჩნია პიპენს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"