"როკეტსის" რვა კალათბურთელმა შეძლო მინიმუმ 10 ქულის დაგროვება.
* * *
"მაიამიმ" "ინდიანა" დაამარცხა და ბოლო 18 მატჩში მეთექვსმეტედ მოიგო. ფლორიდელებს "პეისერსის" ლიდერის პოლ ჯორჯის უდისციპლინობა დაეხმარა - სტუმრების ლიდერმა მესამე მეოთხედის დასრულებამდე ცხრა წუთით ადრე მიიღო მეორე ტექნიკური და დატოვა მოედანი.
* * *
კარმელო ენტონიმ 37 ქულა დააგროვა, თან სირენასთან ერთად გამარჯვების ტყორცნა ჩააგდო და გადაარჩინა "ნიუ იორკი" "ფილადელფიასთან" წაგებას.
"ნიქსი" სოლიდური უპირატესობით უგებდა "სიქსერზს", მაგრამ ახლოს იყო ამ გუნდთან სეზონში მეორედ წაგებასთან. ნიუიორკელებს ენტონის გმირობა იმის გამო დასჭირდათ, რომ ბოლო ხუთწუთნახევარში მხოლოდ რვა ქულა ჩააგდეს და მეტოქეს სირენამდე ცხრა წამით ადრე, წინ გასვლის საშუალება მისცეს.
* * *
ფრენკ კამინსკის 23 ქულისა და 13 მოხსნის წყალობით, "შარლოტმა" "საკრამენტოს" მოუგო და შეწყვიტა ხუთმატჩიანი წაგებათა სერია.
კამინსკის ანგარიშზე ხუთი ზუსტი სამქულიანი მოდის, "ჰორნეტსმა" კი ბოლო 14 მატჩში მხოლოდ მეორედ გაიმარჯვა.
* * *
"ტორონტოდან" გაცვლით აყვანილი ტერენს როსი მხოლოდ მეორე შეხვედრას ატარებდა "ორლანდოს" მაისურით და ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა თავისი ახალი გუნდის მოგებაში. როსმა "ატლანტას" წინააღმდეგ 15-დან 10 ტყორცნა ჩააგდო და 24 ქულა დააგროვა. ნიკოლა ვუჩევიჩმა 16 ქულა და 14 მოხსნა აიღო და "ორლანდომ" შეწყვიტა ორმატჩიანი წაგებათა სერია.
"ატლანტასთვის" ეს იყო ზედიზედ მესამე მარცხი.
* * *
"ჩიკაგომ" ლებრონ ჯეიმსის გარეშე მოთამაშე "კლივლენდი" 18 ქულით გაანადგურა. დუეინ უეიდს ერთი მოხსნაც რომ აეღო, "ჩიკაგოში" ორი მოთამაშე შეასრულებდა სამმაგ დუბლს: ჯიმი ბატლერს 18 ქულა, 10 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი ჰქონდა, უეიდს - 20 ქულა, 10 პასი და 9 მოხსნა.
"ჩიკაგომ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, "კლივლენდის" წინააღმდეგ კი ამ სეზონში სამიდან სამი მოგება აქვს.
"დალასის" ვეტერანმა დირკ ნოვიცკიმ 12-დან რვა ტყორცნა მოათავსა კალათში. "ნიუ ორლეანის" წინააღმდეგ გერმანელმა 18 ქულა დააგროვა და ახლა, 67 ქულა უკლია კარიერაში 30 ათას ქულამდე.
"მავერიქსმა" შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია. ამ გუნდის რიგებში დებიუტი ჰქონდა "ფილადელფიადან" გადაბირებულ ნერლენს ნოელს.
საკრამენტო-შარლოტი 85:99
19:24, 21:27, 18:28, 27:20
ს: მაკლემორი (18), ჰილდი (15), ევანსი (11), ტოლივერი (11), კოლისონი (10), ლაბისიერი (8+13 მოხსნა).
შ: კამინსკი (23+13 მოხსნა), მარვ. უილიამსი (16), ბატუმი (15), ბელინელი (13+6 პასი), უოკერი (12+6 პასი), კიდ-გილკრისტი (6+12 მოხსნა).
ორლანდო-ატლანტა 105:86
22:19, 27:27, 31:19, 25:21
ო: როსი (24), გორდონი (18), ვუჩევიჩი (16+14 მოხსნა), პეიტონი (15+9 პასი).
ა: ჰარდუეი (15), მილსეპი (11), ჰოვარდი (11+14 მოხსნა), შრიოდერი (11+8 პასი), პრინსი (11), ილიასოვა (5+10 მოხსნა).
ნიუ იორკი-ფილადელფია 110:109
31:25, 29:25, 26:25, 24:34
ნ-ი: ენტონი (37), როუზი (18), ჰოლიდეი (14), ტომასი (11), ერნანგომესი (11).
ფ: ოკაფორი (28+10 მოხსნა), კოვინგტონი (20+10 მოხსნა), შარიჩი (19+15 მოხსნა), სტაუსკასი (14).
მაიამი-ინდიანა 113:95
18:23, 35:31, 30:25, 30:16
მ: უეიტერსი (22), უაიტსაიდი (22+17 მოხსნა), დრაგიჩი (21), ჯ. ჯონსონი (15+8 პასი).
ი: ტერნერი (18), ტიგი (16+6 პასი), რობინსონი (13), სტაკი (12), ჯორჯი (10).
დალასი-ნ. ორლეანი 96:83
24:30, 23:19, 20:14, 29:20
დ: ბარნსი (19), ნოვიცკი (18), სეტ კარი (13+8 პასი), მეტიუზი (10), ფინი სმიტი (12), ნოელი (9+10 მოხსნა).
ნ-ო: დევისი (39+14 მოხსნა), ჰოლიდეი (18+6 პასი), კაზინსი (12+15 მოხსნა+6 პასი).
კლივლენდი-ჩიკაგო 99:117
22:23, 34:32, 20:34, 23:28
კ: ირვინგი (34+7 პასი), ჯონსი (14), კორვერი (14), ფრაი (11).
ჩ: უეიდი (20+10 პასი), ბატლერი (18+10 მოხსნა+10 პასი), რონდო (15), მიროტიჩი (14+10 მოხსნა), ვალენტაინი (11), ლოპესი (10), ფელისიო (10).
ჰიუსტონი-მინესოტა 142:130
35:28, 31:30, 40:30, 36:42
ჰ: ჰარდენი (24+10 პასი), ანდერსონი (18), უილიამსი(17), კაპელა (16), ბევერლი (15+7 პასი), არიზა (15), გორდონი (14), ნენე (11).
მ: თაუნსი (37+22 მოხსნა), უიგინსი (30), ჯენგი (16+13 მოხსნა), რუბიო (14+11 პასი), მოჰამადი (11), ბიელიცა (10).
გ. სტეიტი-ბრუკლინი 112:95
32:28, 30:23, 29:25, 21:19
გ-ს: კარი (27), ტომპსონი (24), ფაჩულია (8+9 მოხსნა).
ბ: ჰოლის-ჯეფერსონი (16+10 მოხსნა), კილპატრიკი (15+10 მოხსნა), დინუიდი (13), ბუკერი (12+10 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"