NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის 29-ე სამმაგი, "იუტას" გმირობა, ტომასის სერია...

AutoSharing Option
რასელ უესტბრუკმა 29-ე სამმაგი დუბლი შეასრულა სეზონში, "ოკლაჰომამ" კი 118:110 დაამარცხა "ნიუ ორლეანი. "მისტერ ტრიპლდაბლმა" თამაშიდან 29 ტყორცნა შეასრულა და 14 ჩააგდო, რასაც 11 მოხსნა და 11 შედეგიანი პასი დაუმატა.

"ნიუ ორლეანის" რიგებში ენტონი დევისისა და დემარკუს კაზინსის დუეტმა 69 ქულა დააგროვა და მეტსაც შეძლებდა, კაზინსს ექვსი პერსონალურის გამო ვადაზე ადრე რომ არ დაეტოვებინა მოედანი.

დევისმა ერთი საკლუბო რეკორდი დაამყარა - პირველ მეოთხედში 24 ქულა დააგროვა.

* * *
"იუტამ" ნამდვილი გმირობა ჩაიდინა - მოიგო ვაშინგტონში, სადაც ადგილობრივი "უიზარდსი" პრაქტიკულად
დაუმარცხებელია. მასპინძლებს შინ ბოლო 20 მატჩიდან 19 ჰქონდათ მოგებული, აგრეთვე ზედიზედ 23 მატჩში მინიმუმ 100 ქულა დააგროვეს, მაგრამ "ჯაზმენების" წინააღმდეგ ვერც ერთი შეძლეს და ვერც მეორე.

სტუმრები დომინირებდნენ ფარქვეშ და მოხსნებში 52:27 მოიგეს. ერთ მომენტში, "იუტა" 24 ქულით იყო დაწინაურებული.

* * *
აიზია ტომასმა 33 ქულა დააგროვა და ზედიზედ 43-ე მატჩში აიღო მინიმუმ 20 ქულა, რაც "ბოსტონის" ყველა დროის რეკორდია. ასევე დიდი წვლილი შეიტანა "სელტიქსის" მოგებაში დებიუტანტმა ჯეილენ ბრაუნმა, რომელმაც ბოლო წუთზე უმნიშვნელოვანესი სამქულიანი მოათავსა კალათში.

დეტროიტელმა ანდრე დრამონდმა შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი შეასრულა - 17 ქულა და 15 მოხსნა, მაგრამ 11-დან 10 საჯარიმო ააცილა.

* * *
"სან ანტონიომ" "სტეიპლს-ცენტრში" გაილაღა და "ლეიკერსის" დამარცხებით ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო. კალიფორნიელთა რიგებში 22 ქულით კარიერის რეკორდი დაამყარა დებიუტანტმა ბრენდონ ინგრემმა, თუმცა ვერ უშველა "ლეიკერსს", რომელმაც ზედიზედ მეოთხედ წააგო.
* * *
"ტორონტომ" კაილ ლაურის გარეშე დაამარცხა "პორტლენდი". ეს კანადური გუნდის ზედიზედ მესამე მოგებაა და ორი გამარჯვება სწორედ ლაურის არყოფნაში მოიპოვა.

* * *
მალკოლმ ბროგდონმა თავისი 15 ქულიდან ყველა მეორე ტაიმში დააგროვა, ამას ხუთი შედეგიანი პასიც დაუმატა და "მილუოკის" ბოლო ხუთ მატჩში მეოთხედ მოგებაში დაეხმარა.

ლეიკერსი-სან ანტონიო 98:119
20:36, 21:25, 29:35, 28:23
ლ: ინგრემი (22), კლარკსონი (19), რასელი (18), რენდლი (6+12 მოხსნა).
ს-ა: ლენარდი (25), ოლდრიჯი (16+9 მოხსნა), პ. გასოლი (15+7 მოხსნა), დედმონი (11+9 მოხსნა).

მილუოკი-ფინიქსი 100:96
21:23, 21:24, 35:26, 23:23
მ: ანტენტოკუნმპო (28+8 მოხსნა+6 პასი), ბიზლი (17), ბროგდონი (15+7 პასი), მონრო (14+8 მოხსნა), სნელი (13).
ფ: უორენი (23), უილიამსი (17+15 მოხსნა), ბუკერი (15), ბლედსოუ (11+9 პასი).

დენვერი-მემფისი 98:105
19:22, 28:28, 21:18, 30:37
დ: გალინარი (24), ჰარისი (19), ჩენდლერი (14+9 მოხსნა+6 პასი), ნელსონი (12), მიურეი (11), იოკიჩი (10+11 მოხსნა+6 პასი).
მ: კონლი (31), მ. გასოლი (23+6 პასი), რენდოლფი (20+11 მოხსნა), გრინი (9+10 მოხსნა).

ვაშინგტონი-იუტა 92:102
24:24, 15:25, 21:24, 32:29
ვ: უოლი (23+11 პასი), ბილი (22), ბოგდანოვიჩი (15).
ი: ჰეივორდი (30+9 მოხსნა), ჯორჯ ჰილი (21+6 პასი), გობერი (15+20 მოხსნა+4 დაფარება), ჰუდი (11), ფეივორსი (10+7 მოხსნა+4 დაფარება).

ტორონტო-პორტლენდი 112:106
25:28, 28:24, 29:28, 30:26
ტ: დეროზანი (33), იბაკა (18+10 მოხსნა), ვალანჩუნასი (15+7 მოხსნა), ჯოზეფი (14+6 პასი), რაიტი (11).
პ: ლილარდი (28+8 პასი), ჰარკლესი (18), მაკალუმი (17), ამინუ (13+8 მოხსნა).

დეტროიტი-ბოსტონი 98:104
23:27, 27:27, 24:25, 24:25
დ: კოლდუელ-პოუპი (18), ჯექსონი (17+6 პასი), დრამონდი (17+15 მოხსნა), მორისი (16+10 მოხსნა), ლოუერი (10).
ბ: ტომასი (33), კრაუდერი (14+11 მოხსნა), სმარტი (14), ბრაუნი (13), როზირი (13).

ოკლაჰომა-ნ. ორლეანი 118:110
32:35, 27:24, 28:25, 31:26
ო: უესტბრუკი (41+11 მოხსნა+11 პასი), კანტერი (20+9 მოხსნა), აბრინესი (13), ადამსი (13+10 მოხსნა).
ნ-ლ: დევისი (38+7 მოხსნა), კაზინსი (31+10 მოხსნა), მური (10).

კლიპერსი-შარლოტი 124:121 (ო)
32:24, 27:27, 25:29, 29:33, 11:8
კ: გრიფინი (43+10 მოხსნა), რედიკი (22), ჯორდანი (20+19 მოხსნა), პოლი (15+9 მოხსნა+17 პასი).
შ: უოკერი (34), ბატუმი (31+8 მოხსნა), ლემბი (19), კამინსკი (16).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული