NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დურანტის გარეშე შანსი არ არის

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილმა მოთამაშემ, ამჟამად, ტელეანალიტიკოსმა ჩარლზ ბარლკიმ საკუთარი აზრი გამოთქვა "გოლდენ სტეიტის" ფორვარდის კევინ დურანტის ტრავმასა და მის გავლენაზე "უორიორზის" თამაშთან მიმართებაში.

"დურანტის გარეშე, "გოლდენ სტეიტის" შანსები ჩემპიონობაზე - ნულია. ბოლოდროინდელი შენაძენების შემდეგ, "კლივლენდს" სრულიად ჯანმრთელ "გოლდენ სტეიტზეც" კი ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. დურანტის გარეშე, ისინი ფინალშიც კი ვერ გავლენ", - განაცხადა ბარკლიმ The Score-თან კომენტარში.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებში, "კავალიერზმა" კონტრაქტები გაუფორმა გამთამაშებელ დერონ უილიამსს და ცენტრს ენდრიუ ბოგუტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული