NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დირკ ნოვიცკის 30 ათასი და რასელ უესტბრუკის 58 ქულა

AutoSharing Option
უმნიშვნელოვანესი დღე იყო გუშინ დირკ ნოვიცკისთვის. გერმანელმა ვეტერანმა 25 ქულა დააგროვა "ლეიკერსის" წინააღმდეგ და გახდა მხოლოდ მეექვსე კალათბურთელი ისტორიაში, ვინც კარიერაში 30 ათასი ქულის ზღვარს გადააბიჯა.

ნოვიცკი შეუერთდა ისეთ ლეგენდებს, როგორებიც არიან - ქარიმ აბდულ-ჯაბარი (38 387), კარლ მელოუნი (36 928), კობი ბრაიანტი (33 643), მაიკლ ჯორდანი (32 292) და უილტ ჩემბერლენი (31 419). იმის გათვალისწინებით, რომ დირკი კიდევ ერთი სეზონის გატარებას აპირებს NBA-ში, ამ სიაში ის მინიმუმ ერთი საფეხურით წინ წაიწევს.

ნოვიცკის 30 ათასი ქულა მეორე მეოთხედის დასაწყისში დაუგროვდა,
როცა მისმა სამქულიანმა მიაღწია მიზანს. თამაში ცოტა ხნით შეწყდა და ლეგენდას ულოცავდნენ მისი თანაგუნდელები, მწვრთნელები და "დალასის" მფლობელი მარკ ქიუბანი.

* * *
ძალიან რთული მატჩი მოიგო "ვაშინგტონმა" სტუმრად "ფინიქსის" წინააღმდეგ. დედაქალაქელები პირველ ტაიმში 22 ქულით იგებდნენ, შემდეგ 11 ქულით იყვნენ ჩამორჩენილები: "ფინიქსმა" მეორე და მესამე მეოთხედების მიჯნაზე 47:14 გაქცევა მოაწყო და 34:56-დან ანგარიში 81:70 აქცია, მაგრამ მაინც წააგო.

ბოლო მატჩებში ბრწყინვალედ გამოიყურება "ვაშინგტონის" რიგებში ბოიან ბოგდანოვიჩი - ხორვატმა, ამჯერად, 29 ქულა დააგროვა. "უიზარდსმა" ბოლო 19 მატჩში მეთხუთმეტედ მოიგო და ახლა, 62 მატჩის შემდეგ, 38 მოგება აქვს. ეს საუკეთესო შედეგია ამ გუნდისთვის 1987-79 წლების სეზონის შემდეგ, როცა "ვაშინგტონი" ბოლოჯერ იყო NBA-ის ფინალში.

"ფინიქსმა" შეწყვიტა სამმატჩიანი მოგებათა სერია.

* * *
რასელ უესტბრუკმა ზედიზედ მეოთხე მატჩში შეძლო მინიმუმ 40 ქულის დაგროვება, მაგრამ მისი შედეგიანი თამაში ვერ შველის "ოკლაჰომას", რომელმაც ეს ოთხი მატჩი დათმო. გუშინ, უესტბრუკმა კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა - 58 ქულა ჩაუგდო "პორტლენდს". თუმცა, თანაგუნდელებისგან მას მხარი მხოლოდ ვიქტორ ოლადიპომ (16 ქულა) აუბა და ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მოგებისთვის.

ოკლაჰომა-პორტლენდი 121:126
40:29, 27:32, 25:38, 29:27
ო: უესტბრუკი (58+9 პასი), ოლადიპო (16), კანტერი (11+7 მოხსნა).
პ: კრები (23), ლილარდი (22+8 პასი), მაკალუმი (21), ნურკიჩი (17+8 მოხსნა), ამინუ (12+7 მოხსნა), ვონლე (11).

დალასი-ლეიკერსი 122:111
38:29, 32:23, 33:22, 19:37
დ: ნოვიცკი (25+11 მოხსნა), სეტ კარი (18), ფერელი (16+7 პასი), მეტიუზი (15), ბარნსი (14), ნოელი (11+12 მოხსნა), კუკი (10).
ლ: კლარკსონი (22), რასელი (22), იანგი (13), ინგრემი (13), რენდლი (13+18 მოხსნა+10 პასი).

ფინიქსი-ვაშინგტონი 127:131
25:38, 36:30, 31:26, 35:37
ფ: ბლედსოუ (30+7 პასი), ბუკერი (25+6 პასი), უორენი (15+10 მოხსნა), უილიამსი (15+10 მოხსნა), ბარბოზა (12), ლენი (8+11 მოხსნა+4 დაფარება).
ვ: ბოგდანოვიჩი (29+9 მოხსნა), ბილი (27), უოლი (25+14 პასი), სმიტი (17), მაინმი (15+9 მოხსნა+7 ჩაჭრა).

ბომბარდირები. TOP25
1. ქარიმ აბდულ-ჯაბარი 38 387
2. კარლ მელოუნი 36 928
3. კობი ბრაიანტი 33 643
4. მაიკლ ჯორდანი 32 292
5. უილტ ჩემბერლენი 31 419

6. დირკ ნოვიცკი* 30 005
7. შაკილ ო'ნილი 28,596
8. ლებრონ ჯეიმსი* 28 316
9. მოზეს მელოუნი 27 409
10. ელვინ ჰეიესი 27 313
* - მოქმედი კალათბურთელი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული