აღმოსავლეთის საუკეთესო კალათბურთელი გახდა "ინდიანას" ფორვარდი პოლ ჯორჯი. ის საუკეთესო იყო აღმოსავლეთში 31.7 ქულით, რასაც 9.0 მოხსნა დაუმატა. ჯორჯი თამაშიდან 57.4 სიზუსტით ისროდა, მისმა გუნდმა კი სამიდან სამი მატჩი მოიგო.
დასავლეთის ლაურეატი გახდა "ოკლაჰომას" გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი. "თანდერმა" ოთხიდან სამი მატჩი მოიგო, უესტბრუკის საშუალო მონაგარი იყო - 32.5 ქულა, 12.5 მოხსნა და 10.3 შედეგიანი პასი.
"დენვერთან" მატჩში უესტრუკმა 50 ქულა, 16 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი მიითვალა და 42-ე სამმაგი დუბლი შეასრულა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"