NBA. პლეი ოფი: მესამე მეოთხედფინალისტი "ჰიუსტონია"

AutoSharing Option
26 აპრილს, გამთენიისას, NBA-ს პლეი ოფის მორიგი მატჩები გაიმართა.

"კლივლენდისა" და "გოლდენ სტეიტის" შემდეგ მეოთხედფინალის საგზური "ჰიუსტონმაც" (3:1) მოიპოვა, რომელმაც "ოკლაჰომას" უმასპინძლა და ანგარიშით 105:99 დაამარცხა.

"ტანდერს" რასელ უესტბრუკის აქტიურობამ ვერ უშველა. მისი მონაგარი 47 ქულა, 11 მოხსნა და 9 პასია. ჰიუსტონელმა ჯეიმს ჰარდენმა კი 34 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.

"როკეტსი" "სან ანტონიოსა" და "მემფისს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ დაპირისპირებაში "სპურსი" 3:2 დაწინაურდა. "სან ანტონიომ" "მემფისი" შინ ანგარიშით 116:103 დაამარცხა. "სპურსს" 28 ქულით კავაი ლეონარდმა ულიდერა.

"იუტამ"
სტუმრად "კლიპერსს" ანგარიშით 96:92 სძლია და სერიაში 3:2 დაწინაურდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული