"კლივლენდმა" "ბოსტონს" უმასპინძლა, ანგარიშით 112:99 დაამარცხა და სერიაში 3:1 დაწინაურდა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 42 ქულა კაირი ირვინგმა ჩააგდო, რაც მისთვის სარეკორდო მაჩვენებელია პლეი ოფში.
კევინ ლავმა კი 17 ქულა, 17 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. ლავისთვის 17 მოხსნა ასევე პირადი რეკორდია პლეი ოფის მატჩებში.
ლებრონ ჯეიმსმა საკუთარ ანგარიშზე 34 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა ჩაიწერა.
ბოსტონელთა მხრიდან ევერი ბრედლი გამოირჩა 19 ქულით.
მომდევნო შეხვედრა 26 მაისს ბოსტონში ჩატარდება.