ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" NBA-ს ფინალში "კლივლენდს" შეხვდება

AutoSharing Option
26 მაისს NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურის სერიის მეხუთე მატჩი გაიმართა.

"ბოსტონმა" "კლივლენდს" უმასპინძლა და ანგარიშით 102:135 დამარცხდა. ამ გამარჯვებით "კლივლენდმა" სერია 4:1 მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული გახდა. ამასთან ერთად "კავალიერსმა" NBA-ს ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტს" შეხვდება.

რაც შეეხება მატჩს, ყველაზე მეტი 35 ქულა ლებრონ ჯეიმსმა მოიპოვა, რომელმაც თავის მონაგარს 8 პასი და 8 მოხსნაც შემატა. აღსანიშნავია, რომ ლებრონი ლიგის ისტორიაში პლეი ოფში ჩაგდებული ქულების მიხედვით პირველ ადგილზეა.

ლებრონს კარიერაში პლეი ოფში 212 მატჩი აქვს ჩატარებული,
სადაც 5995 ქულა ჩააგდო. ამ მაჩვენებლით მან მაიკლ ჯორდანს (5987) გადაუსწრო.

შემდეგი საუკეთესო მაჩვენებელი ქულებში 24 კაირი ირვინგს ჰქონდა. ორმაგი დუბლი შეასრულა კევინ ლავმა, რომელმაც 15 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.

"ბოსტონიდან" ევერი ბრედლი გამოირჩა 23 ქულით.

NBA-ს ფინალური სერიის პირველი მატჩი ოკლენდში 2 ივნისს ჩვენი დროით 05:00 საათზე დაიწყება, სადაც "გოლდენ სტეიტი" "კლივლენდს" უმასპინძლებს.

გამოსარჩევი ფაქტია, რომ აღნიშნული გუნდები ზედიზედ მესამედ ხვდებიან ერთმანეთს ფინალურ სერიაში. 2015 წელს "კლივლენდმა" "უორიორსთან" ტრავმირებული კაირი ირვინგისა და კევინ ლავის გარეშე დამარცხდა, ხოლო 2016 წელს 3:1 ამოუქაჩა და ისე გაიმარჯვა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბოსტონ სელტიკსი ჩემი დროის კალათბურთის ლეგენდა. როგორ დაეცა ასე, რომ ვიღაც კლივლენდი უპირობოდ უგბს?! ან ეს გოლდენ სტეიტი რაღაა, საიდან სადაო??!!
aburjga
26 მაისი 2017 16:27
0
აქ ზაზა გადაწყვეტს ბედს...
tengizi
26 მაისი 2017 15:37
0
აბა შენ იცი, ერთი "მეფე" ჯეიმსსაც უჯიკე და მერე ატრაკონ მთელმა იანკეთმა და თუ უნდათ ერთ ადგილზე გაიხან. ეს ხომ მთელი კარიერის ოცნებაა და არავინ "დაინდო" მართლა კარგი გაგებით. აბა სპორტში დედიკუნას ბიჭები კი არა ჟილკიანები აღწევენ დიდ წარმატებებს და ეგ თვისება შენ არ გაკლია. მოფერება მე არ ვიცი ბრძოლის ველზე და ამერიკელებმა რაც უნდა ის თქვან.
................
26 მაისი 2017 15:12
0
ჩემი პროგნოზით "ვოროირზი" 4:1-ით გაიმარჯვებს
_+*
26 მაისი 2017 14:35
0
ძალიან მძიმე ბრძოლების გადატანა მოგიწევთ შენ და მთელ გუნდს ზაზა.გამარჯვების ჟინი,მონდომება და თამაშის კლასი არ გაკლიათ და აბა თქვენ იცით.გამარჯვებას გისურვებთ.უფალმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გამარჯვების ძალა მოგცეთ.
26 მაისი 2017 13:29
0
მთელი საქართველო სულით და გულით უგულშემატკივრებს ერთი აქაური კ ოდალებ გაფრენილ-მოფრენილ რუსების ვახოია სექტანტის გარდა.
აბა შენ იცი ზაზა
26 მაისი 2017 12:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული