კრის პოლი "სპურსით" დაინტერესებულია

AutoSharing Option
"კლიპერსის" გამთამაშებელი კრის პოლი სერიოზულად განიხილავს "სან ანტონიოში" გადასვლის ვარიანტს იმ შემთხვევაში, თუ ამ ზაფხულს არ გააგრძელებს კონტრაქტს კალიფორნიულ კლუბთან. ამის შესახებ ESPN წერს საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

პოლი დაინტრიგებულია გრეგ პოპოვიჩთან და კავაი ლენარდთან შესაძლო შეერთებითა და თანამშრომლობით და მიაჩნია, რომ შეძლებს პლეი ოფში წარმატების მიღწევას ტექსასურ გუნდთან ერთად.

იტყობინებიან, რომ "კლიპერსმა" უკვე დაიწყო შემადგენლობასა და ხელმძღვანელობაში ცვლილებების განხორციელება, რათა დაარწმუნოს პოლი კონტრაქტის გაგრძელებაში. კერძოდ, კლუბი ცდილობს მიიწვიოს ჯერი უესტი, რომელმაც ბოლო რამდენიმე სეზონი "გოლდენ სტეიტის" მმართველობაში გაატარა.

თავის მხრივ,
"სპურსს" სურს, როგორც მინიმუმ, ივლისის დასაწყისში პირადად შეხვდეს პოლს. ვარსკვლავი გამთამაშებლის გაფორმებისთვის, "სან ანტონიოს" მოუწევს თანხის გამონთავისუფლება სახელფასო ბიუჯეტში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული